
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
04.02.2025დასრულებულ პროექტში ბინის შეძენის უპირატესობები - რატომ არის ახლა საუკეთესო დრო?
უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იცვლება, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – დაბალსართულიანი, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. თუ ახალი ბინის შეძენას აპირებთ, ახლა იდეალური დროა ამისთვის, რადგან UX Development-ის დასრულებულ კორპუსებში ბინის შეძენა უამრავ უპირატესობას გაძლევთ.
დასრულებული პროექტი – ყველაზე კომფორტული არჩევანი
დღეს თბილისში მაღალი კორპუსების ფონზე დაბალსართულიანი, ევროპული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები შედარებით იშვიათია, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. UX Development-ის პროექტი რატევანის ქუჩაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ, საუკეთესო არჩევანია მათთვის ვისაც სურს მყუდრო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება. კომპლექსის 4 საცხოვრებელი კორპუსიდან 3 უკვე დასრულებულია, რაც ნიშნავს, რომ ბინის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ რემონტი და მოკლე დროში გადახვიდეთ ახალ საცხოვრებელში.

ბინის შეძენა ერთიანი გადახდით (ქეშით) – სწრაფი, მარტივი და მომგებიანი გადაწყვეტილება
თუ ბინას ერთიანი გადახდით შეიძენთ, ეს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას მოგცემთ:
1. აღარ მოგიწევთ ლოდინი მშენებლობის დასრულებამდე, შეგიძლიათ შეძენისთანავე დაიწყოთ რემონტი.
2. დასრულებული ბინები, როგორც წესი, უფრო სტაბილური ფასით იყიდება, რაც სამომავლო ინვესტიციისთვისაც სასარგებლოა.
3. ქეშით შეძენის შემთხვევაში, ბანკის პროცენტებსა და გრძელვადიან ვალდებულებებზე აღარ მოგიწევთ ზრუნვა.

საუკეთესო დრო რემონტისთვის – მარტი, აპრილი, მაისი!
თუკი ახლავე შეიძენთ ბინას, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტი, აპრილი და მაისი რემონტისა და თქვენი სახლის მოწყობისთვის. ეს პერიოდი წლის საუკეთესო დროა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის: გაზაფხული მშრალი და ზომიერად თბილი პერიოდია, რაც ხელს უწყობს სამუშაოების სწრაფ და ეფექტურ შესრულებას. მაღალია ხელმისაწვდომობა – ზაფხულის სეზონთან შედარებით, გაზაფხულზე ხელოსნებისა და მასალების შერჩევა უფრო მარტივია. აქედან გამომდინარე, თუ გაზაფხულზე დაიწყებთ რემონტს, ცხელ ზაფხულს უკვე ახალ, მოწესრიგებულ საცხოვრებელში შეხვდებით.
რატომ UX Development?
- მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი – პროექტი მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარედ, 15 წუთის სავალზე მეტრო ღრმაღელედან;
- დაბალი განაშენიანება – ოთხსართულიანი, ევროპული სტილის კორპუსები, რომლებიც მყუდრო და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს გთავაზობთ;
- ინფრასტრუქტურული განვითარება – კომპლექსი ახლოსაა სატრანსპორტო კვანძებთან, რაც ქალაქთან მარტივ კავშირს უზრუნველყოფს.

არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა!
დასრულებული A, B და C კორპუსებში ბინები უკვე გელოდებათ. თვის ბოლომდე სპეციალური შეთავაზებით! ჩანიშნეთ შეხვედრა გაყიდვების მენეჯერთან და გაიგეთ დეტალები!
დაგვიკავშირდით: 2 15 55 15
UX Development – თქვენი ახალი სახლი, ახალი შესაძლებლობებით!
18.12.2025რატომ არის დაბალ სართულიანი კორპუსი საუკეთესო არჩევანი?
რა სირთულეებს ქმნის მაღალსართულიანი ცხოვრება და რატომ არის დაბალსართულიანი პროექტი უფრო ჭკვიანური არჩევანი.
25.10.2025შეიძინე ბინა სანზონაში 905$-ად
დაიწყე რემონტი დღესვე
06.10.2025როგორ აირჩიოთ სართული და ხედი ბინის ყიდვისას? - პრაქტიკული რჩევები
ბინის ყიდვისას მხოლოდ ფართობი და კედლები არ არის გადამწყვეტი - ფასსა და კომფორტზე ყველაზე დიდ გავლენას სართული და ხედი ახდენს.
