Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

06.01.2025

რა განაპირობებს ყველაზე მოთხოვნადი უბნების პოპულარობას?

თბილისში ბინების ყიდვა სხვადასხვა უბნებში განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, რომლებიც უშუალოდ გავლენას ახდენს ადამიანების არჩევანზე. ისეთი უბნები, როგორიცაა: დიდი დიღომი, საბურთალო, გლდანი, ბაგები და სანზონა - სხვადასხვა მიზეზების გამო იზიდავს პოტენციურ მყიდველებს. 2024 წელს გაყიდული ბინების ჯამში თითქმის 50% სწორედ ამ უბნებზე მოდის. გაიზარდა 1 კვ.მ-ის ფასებიც.

ფაქტორები, რაც მათ პოპულარობას განაპირობებს:

  • მდებარეობა და ტრანსპორტირება

ისეთი უბნები როგორიცაა საბურთალო და სანზონა, ახლოს მდებარეობენ ქალაქის ცენტრთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილების პირობებს. ტრანსპორტის განვითარების ხარისხი, მათ შორის მეტრო, ავტობუსი და სატაქსო სერვისები არის მათი პოპულარობის ზრდის მნიშვნელოვანი მიზეზი.

  • ეკონომიური და სოციალური ფაქტორები

საბურთალო წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრს, სადაც მრავალი სამსახურია განთავსებული, რაც დასაქმებულთათვის მიმზიდველია. გლდანი და სანზონა კი მოთხოვნადია სტუდენტებისთვის, შედარებით ხელმისაწვდომი ფასებისა და გამართული სატრანსპორტო სისტემის წყალობით, რომლებიც ხელს უწყობენ მოქნილ ცხოვრების წესს. გარდა ამისა, ამ უბნებში მრავლადაა სავაჭრო დაწესებულებები, რაც დამატებითი პლიუსია.

tbilisi sea

  • ინფრასტრუქტურა

აღნიშნული უბნები მდიდარია რეკრეაციული, გასართობი თუ საზოგადოებრივი სივრცეებითა და ობიექტებით. განსაკუთრებით ბოლო წლებში, ეს უბნები აქტიურად ვითარდება. მაგალითად გლდანში 30-მდე სკოლაა, საბურთალოზე კი განთავსებულია მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება, დიდი დიღომი მდიდარია მწვანე სივრცეებით, ბაგები სუფთა ჰაერით, სანზონა კი ყველაზე მყუდროა. ასევე აქ არაერთი სამედიცინო დაწესებულებაა. 

  • გარემო და საცხოვრებელი პირობები

ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული თუ რას ანიჭებს უპირატესობას. ბაგების მოსახლეებს მოსწონთ პრესტიჟულ ადგილზე ცხოვრება და კარგი ეკოლოგიური მდგომარეობა. დიდ დიღომში კი მრავალი ახალი კომპლექსი, დასახლებას უფრო თანამედროვედ აქცევს. სანზონა, როგორც ქალაქის ფართო ცენტრის ნაწილი (ნაძალადევის რაიონი) მოთხოვნადია მათთვის ვისაც სურს ქალაქის ხმაურისგან დაცვა და ამავდროულად ცენტრთან სიახლოვე. სანზონაში, როგორც წესი მკვიდრი/სტაბილური მოსახლეობაა, რაც უსაფრთხოებისა და მშვიდი სოციალური კონტაქტების კარგ საფუძველს იძლევა.

რატევანის პროექტი

UX-ის პროექტი რატევანის ქუჩაზე, სანზონა

სამშენებლო კომპანია UX Development გთავაზობთ ორიგინალურ პროექტს სანზონაში, მ/ს ღრმაღელიდან 15 წუთში, თბილისის ზღვის მიმდებარედ. ევროპული სტილის ოთხი ერთეული 4 სართულიანი საცხოვრებელი შენობა უბნის იერსახეს კიდევ უფრო ალამაზებს. მყუდრო და კომფორტული, ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან ახლოს - ამ შესაძლებლობას სანზონაში, UX Development გაძლევთ. მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა! შეგიძლია შეიძინო ბინა, დაიწყო რემონტი და გადახვიდე შენი ოცნების სახლში!