Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

22.04.2024

ინფრასტრუქტურა

პროექტის დაწყების წინ ხდება გეოლოგიურად მიწის შესწავლა, სადაც იწერება კვლევა, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ვარგისიანია მშენებლობისთვის ან საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს. მიწის გეოლოგიური კვლევით საფუძველი ეყრება მომავალი მშენებლობის წარმართვას, რომელიც მოიაზრებს არსებული ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის მიმოკვლევას სრულყოფილად - ეს საჭიროა, რადგან მშენებლობის პროცესში არ წარმოიშვას რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი.

სამშენებლო პროექტის დამტკიცებამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავატარეთ მიწის გეოლოგიური კვლევა, რომლის საფუძველზეც დავგეგმეთ სამშენებლო სამუშაოები და განვსაზღვრეთ მშენებლობისთვის განკუთვნილი დრო. სამშენებლო პროცესის წარმართვისას, მაშინ როდესაც დავიწყეთ პირველი კორპუსის მიწის სამუშაოები, გამოვლინდა, რომ მოცემული ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად (A, B და C ბლოკი) დამატებით ჩასატარებელი იყო შემდეგი ტიპის სამუშაოები: 

  • რატევანის გზის გამაგრებისთვის საჭირო გახდა ხიმინჯების ფარდის მოქსოვა (40 მეტრი სიგრძის და 11 მეტრი სიღრმის);
  • სამშენებლო ტრანსპორტისთვის დამატებითი გზის მოწყობა;
  • რატევანის გზაზე გაზის მილების მიწაში განთავსება;
  • დამოუკიდებელი წყლისა და კანალიზაციის (წყალანირების) ქსელების მოწყობა;
  • მთელ სამშენებლო პერიმეტრზე სამეზობლო მიწის საზღვრებზე რკინა-ბეტონის ღობის ჩასხმა (150 მეტრი);
  • კომპლექსში ალტერნატიული მისასვლელი გზის შესყიდვა და კეთილმოწყობა.

დამატებითი მიწის ყიდვა - მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან ერთად დაგვჭირდა დამატებითი მიწის ყიდვა, რადგან მთლიანი ტერიტორია (დასახლებული) საჭიროებდა გამაგრებითი სამუშაობის ჩატარებას, რამაც მიგვიყვანა დამატებით ხარჯებთან, თუმცა ეს ჩვენთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. ვაწარმოეთ მოლაპარაკება სამეზობლე მიწის მესაკუთრესთან და დამატებით შევიძინეთ 582 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეხორციელებინა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები და რატევანის კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის შეგვექმნა თანამედროვე, მოწესრიგებული, უსაფრთხო და  ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.  ფაქტობრივად თავდაპირველად დაგეგმილი 3 კორპუსის მშენებლობის ნაცვლად თავიდან დაიგეგმა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

გამარტივებული მისადგომი - პირველ რიგში, ვიაზრებთ ჩვენს მიზანს, რაც გულისხმობს დაბალგანაშენიანების ტიპის კორპუსების მშენებლობას და მივიჩნევთ, რომ ეს არის ახალი სიტყვა ქალაქში. განსკუთრებით რატევანის ქუჩაზე მსგავსი ტიპის მშენებლობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ავითვისეთ ურბანულად რთული ტერიტორია და ამ ახალი საწყისებით ქალაქს სრულიად ახლებური იერი შევძინეთ.

მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენი კომპანიის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს სამშენებლო ვადების დაცვა აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მოგვიწია პროცესების რამდენიმე თვით გადაწევა.