
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

მობინადრეებისთვის
UX დეველოპმენტისთვის მნიშვნელოვანია გაგაცნოთ სერვისი, რომელიც გულისხმობს ხარისხის მონიტორინგს, რაც ხორციელდება მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის მიერ.
გაყიდვების დასრულების შემდეგ მენეჯერის პასუხისმგებლობაა მობინადრეებთან აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია და გაუმარტივოს მათ სხვადასხვა დეპარტამენტებთან კონტაქტი, როგორიცაა: იურიდიული, ფინანსური, ტექნიკური და სხვა.
აღნიშნული სერვისის მთავარი ამოცანაა სწრაფი რეაგირება, რისთვისაც UX დეველოპმენტი იყენებს ინოვაციური სტანდარტებით შექმნილ CRM სისტემას, რომელიც ამარტივებს მობინადრეების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დროულ რეაგირებას. არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს დაუყონებლივ, თუმცა არსებობს საკითხები, რომელზეც ინფორმაციის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
მშენებლობის დასრულებამდე და მის შემდეგ, სანამ ობიექტი გადავა მერიის ვალდებულებაში ანუ მოხდება ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება, მობინადრეებთან ურთიერთობის სერვისი ამარტივებს აღნიშნულ პროცესებს:
- დაქსელვა - ბინაში მოჭიმული იატაკის დასხმამდე უნდა ჩატარდეს იატაკქვეშა და სანტექნიკის სამუშაოები. მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი დაქსელვის დაწყების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, რათა უზრუნველყოს ამ პროცესის კოორდინირება და სამუშაოს დროული დასრულება;
- ბინის შიდა ტიხრები - გეძლევათ შესაძლებლობა თქვენი გემოვნებით მოაწყოთ ბინის შიდა ტიხრების განლაგება. მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი მშენებლობის გარკვეულ ეტაპზე იწყებს კომუნიკაციას ბინის ნახაზების შესათანხმებლად, რის შემდეგაც განისაზღვრება კონკრეტული ვადები და ხდება პროექტის თქვენი სურვილისამებრ შეცვლა ან სტანდარტული გეგმარებით შიდა ტიხრების ამოყვანა;
- ავტოფარეხი - კომპლექსის მშენებლობის პროცესის დასრულების მოახლოებისას, იწყება ავტოფარეხების გაყიდვის ეტაპი. მობინდრეებთან ურთიერთობის მენეჯერი მოცემულ საკითხზე გაწვდით ინფორმაციას და თქვენი სურვილით ინიშნება შეხვედრა პირად მრჩეველთან, რათა შეარჩიოთ სასურველი ავტოფარეხი და გააფორმოთ ხელშეკრულება;
- Facebook სამეზობლო ჯგუფი - მენეჯერი მობინადრეებთან საკომუნიკაციოდ იყენებს Facebook ჯგუფს, სადაც ყველა მობინადრეს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია მშენებლობის მიმდინარე პროცესების შესახებ (ტიხრები, დაქსელვა და მშენებლობის ეტაპების მიმდინარეობა);
- SMS სისტემა - ჩვენ შევქმენით ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც გიგზავნით შემახსენებელ შეტყობინებას ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით თქვენი ყოველთვიური გადასახადის შესახებ, რაც უზრუნველყოფს, რომ არ გამოგრჩეთ გადახდის გრაფიკი და არ შეიქმნას თქვენი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფრთხე. ასევე, SMS შეტყობინებასთან ერთად, ვადაგადაცილების შემთხვევაში მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს თქვენთან.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
რისთვის არის საჭირო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა?
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტი საქართველოში 2007 წელს დაემატა სამართლებრივ ჩარჩოებს, როდესაც სამოქალაქო კოდექსში 25 ნორმიდან 23 გაუქმდა და მიღებული იქნა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ კანონი.
შენობის საერთო სივრცის მოსავლელად და მისი თავდაპირველი იერსახის შესანარჩუნებლად, აუცილებელია მობინადრეების ურთიერთობას ორგანიზებული სახე ჰქონდეს. საერთო ქონებით სარგებლობის უფლება ამხანაგობის თითოეულ წევრს აქვს.
ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, მოწვეული უნდა იყოს კრება, როდესაც თავმჯდომარის არჩევა ხდება მობინადრეების ხმათა უმრავლესობით. დიახ, კორპუსის თავმჯდომარემ უნდა გადმოიბაროს დეველოპერული კომპანიის მიერ შესრულებული ჩაბარების პირობებში მითითებული სამუშაოები (კორპუსის გარე ფასადი, კეთილმოწყობილი ეზო, მოწესრიგებული სადარბაზო, გარე განათება, მოწყობილი ავტოფარეხი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, საგარანტიო დოკუმენტაციის გადმობარება თუ სხვა ტექნიკური აღჭურვილობა).
კორპუსის მოვლა-პატრონობა არა მხოლოდ ინარჩუნებს ქონების ღირებულებას, არამედ აძლიერებს მას დროთა განმავლობაში. სწორედ ამიტომ იქმნება ბინის მესაკუთრეთა კოოპერატივი, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტიციის გრძელვადიანი ღირებულების შენარჩუნებას.
თავმჯდომარის მიერ გადმობარებულ საერთო ქონებას მოვლა სჭირდება:
- ეზოს კეთილმოწყობა - საცხოვრებელი შენობის ეზოში დარგული ხე-მცენარეების მოვლა;
- ავტოფარეხის მოვლა - დასუფთავება;
- წყლის ტუმბო - ჩაბარება და მოვლა;
- გარე განათება - ჩაბარება და მოვლა;
- საერთო სივრცის კომუნალური გადასახადები - სადარბაზოს, ავტოფარეხისა და ეზოს განათება;
- მობინადრეების ყოველდღიური საჭიროებებისა და გამოწვევების მართვა;
- თანხის დაგროვებითი სისტემების არსებობის შემთხვევაში, თავმჯდომარეობის საბანკო ანგარიშზე შემოსული ფინანსების გამჭირვალეობა და მართვა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის მართვა უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსის ღირებულების ზრდას და მის განვითარებას - იცხოვროთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი და კონკრეტულად ის დანადგარები, შენობა-ნაგებობები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები,რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
ამხანაგობის დანერგვა და თავმჯდომარის არჩევა:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. თავმჯდომარეს შეუძლია შენობაში დანიშნოს წარმომადგენელი, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით.
ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თითოეულ სადარბაზოს ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი, ხოლო ამ წარმომადგენლობიდან, როგორც ამხანაგობის სხვა წევრებიდან შეიძლება შეირჩეს ერთი თავმჯდომარე.
თავმჯდომარის მოვალეობებში შედის:
- ჩანიშნოს და წარუძღვეს ამხანაგობის წევრთა კრებას;
- მიიღოს მნიშვნელოვანი ზომები საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისება, გაქირავება, იჯარით გაცემა, დაგირავება;
- უზრუნველყოს საერთო ქონების მოვლა-პატრონობისთვის და განვითარებისათვის შესაბამისი სერვისს კომპანიის ან ფიზიკური პირის დაქირავება და მათთან ხელშეკრულებების დადება;
- მოაგვაროს საერთო ქონების სამშენებლო, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული და სხვა წესებისა და ნორმების დაცვა;
- დაიცვას ბინათმესაკუთრეთა მოთხოვნები.
ყველა ზემოთ აღნიშნული სამუშაოები სრულდება მხოლოდ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თავმჯდომარეს შეუძლია აიღოს სხვა ვალდებულებებიც იმ შემთხვევაში თუ ისინი წინასწარ იქნება გაწერილი ამხანაგობის მიერ მიღებულ წესდებაში. ხოლო, თავმჯდომარეს არყოფნისას მისივე დავალებით მოვალეობას შეასრულებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი.
რა უპირატესობები გააჩნია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას:
- მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- საერთო პრობლემების გადაჭრა და საერთო ქონების განვითარება-გაუმჯობესება თანადაფინანსების გზით;
- გამარტივებული ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
- ამხანაგობისა და მისი წევრების კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულების შენარჩუნება და ზრდა რეგულარული მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ჩატარების გზით;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა;
- კანონის შესაბამისად და ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად გააფორმოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების ნასყიდობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების იჯარისა და ქირავნობის და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ხელშეკრულებები მესამე პირთან;
- წესდების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც განსაზღვრავს ამხანაგობის წევრთა უფლება - მოვალეობებს (წესდების არ ქონის შემთხვევაში ყველა ქმედება ხორციელდება საქართველოს ''ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ'' კანონში გაწერილი პუნქტების შესაბამისად).

მისაღები ოთახი - სივრცე სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ
დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ის თქვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს

რა უნდა ვიცოდეთ ფარდების შერჩევისას?
სწორად შერჩეული ფარდა ოთახს სრულყოფილ სახეს აძლევს

დაიწყე რემონტი დღესვე!
შეიძინე ბინა დასრულებულ პროექტში