
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

როგორ შევარჩიოთ ბინა სწორად?
უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში – ის გავლენას ახდენს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე, ფინანსურ სტაბილურობასა და მომავალ გეგმებზე. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბინის შერჩევისას არ იჩქაროთ და გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღოთ.
გთავაზობთ ძირითად ეტაპებსა და პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ ბაზარი და აირჩიოთ თქვენთვის იდეალური საცხოვრებელი.
პირველი ნაბიჯი - განსაზღვრეთ ბაზარი
პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ, რომელ ბაზარზე გსურთ ბინის შეძენა – ახალაშენებულ კორპუსში თუ მეორადში.
ახალაშენებული ბინის უპირატესობები:
- თანამედროვე დიზაინი და დაგეგმარება;
- ენერგოეფექტური კომუნიკაციები;
- მეტი თავისუფლება სარემონტო და გეგმარების მხრივ;
- მოწესრიგებული შიდა ეზო და ინფრასტრუქტურა.
დეველოპერის სანდოობა – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თუ ახალაშენებულ ბინას ყიდულობთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამშენებლო კომპანიის რეპუტაციას.
- რამდენი წელია კომპანია ოპერირებს ბაზარზე;
- უკვე დასრულებული ობიექტების ხარისხი – მოინახულეთ მათი დასრულებული პროექტები;
- როგორ გამოიყურება კორპუსის შესასვლელი, ეზო, პარკინგი, სადარბაზო;
- აქვს თუ არა კომპანიას მშენებლობის დასრულების გრაფიკი და რეალისტური ვადები;
- შეამოწმეთ, რა მდგომარეობაში ხდება ბინის ჩაბარება – თეთრი კარკასი, მწვანე კარკასი თუ დასრულებული რემონტი.
ინფრასტრუქტურა – კომფორტული ცხოვრების საფუძველი
საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას მნიშვნელოვანია, თუ რა ობიექტები მდებარეობს ახლოს. კარგად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა არამარტო ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს, არამედ ბინის ფასსაც მნიშვნელოვნად ზრდის.
გაითვალისწინეთ შემდეგი ობიექტების სიახლოვე:
- მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
- აფთიაქები;
- სკოლები და საბავშვო ბაღები;
- პოლიკლინიკები;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი (გაჩერება, მეტრო);
- სარეკრეაციო სივრცეები, პარკები, სპორტული ობიექტები.
განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული და შეარჩიეთ ბინა იმ უბანში, რომელიც თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს შეესაბამება.
მნიშვნელოვანია მხოლოდ დღევანდელი საჭიროებები არ გაითვალისწინოთ. დაფიქრდით, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის შემადგენლობა ან საჭიროებები მომავალ 5-10 წელიწადში.
გაითვალისწინეთ:
- რამდენი ოთახია საჭირო ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით;
- როგორი უნდა იყოს ოთახების ფართობი და განლაგება;
- რამდენი ფანჯარა აქვს ბინას (რაც განსაზღვრავს, რამდენ ოთახად შეიძლება გეგმარება);
- მზის მხარე და ბუნებრივი განათება;
- შესაძლებელია თუ არა სურვილისამებრ გეგმარება.
ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება არის მშვიდი, კომფორტული და წარმატებული ცხოვრების გარანტი. ყოველი დეტალი – კომპანიის სანდოობიდან დაწყებული და ინფრასტრუქტურით დამთავრებული - გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იცხოვრებთ მომავალ წლებში.

რა უნდა იცოდეთ, როცა ახალ ბინაში გადადიხართ: როგორ მოაწყოთ სახლი გონივრულად და გემოვნებით?
ახალი ბინის მოწყობა რთული არაა, თუ სწორად დაგეგმავთ და საკუთარ სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ

მისაღები ოთახი - სივრცე სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ
დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ის თქვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს

რა უნდა ვიცოდეთ ფარდების შერჩევისას?
სწორად შერჩეული ფარდა ოთახს სრულყოფილ სახეს აძლევს