
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
14.04.2025რამდენი კვადრატული მეტრი გვჭირდება კომფორტისთვის? - სივრცის ოპტიმალური განაწილება
ბინის შერჩევისას ერთ-ერთი პირველი კითხვა, რაც ადამიანს უჩნდება, არის: რამდენი კვადრატული მეტრი მჭირდება კომფორტისთვის?
ეს, ერთი შეხედვით მარტივი კითხვა, საკმაოდ სუბიექტურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – ოჯახის წევრების რაოდენობაზე, მათ საჭიროებებზე, ცხოვრების სტილზე და სივრცის ორგანიზების შესაძლებლობებზე.
ზოგისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახისწევრს საკუთარი ოთახი ჰქონდეს, სხვებისთვის კი მთავარი ოთახების ფუნქციურობაა. თუმცა არსებობს ზოგადად მიღებული მინიმალური პარამეტრები, რომლებიც ბინის კომფორტულად აღქმას განსაზღვრავს.
გაიცანით სივრცის იდეალური განაწილების ძირითადი პარამეტრები:
დერეფანი – პირველი შთაბეჭდილება
დერეფანი ბინის დამაკავშირებელი სივრცეა. სწორედ აქედან იწყება ყოველი დღე და აქ ყალიბდება სტუმრების პირველი შთაბეჭდილებაც.
- იდეალური ფართი: 6-დან 10 კვ.მ-მდე
სამზარეულო – ოჯახის გული
სამზარეულო არ უნდა იყოს მხოლოდ კულინარიული პროცესის ადგილი – ის ოჯახური საუბრებისა და ყოველდღიური ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი სივრცეა.
- იზოლირებული სამზარეულო: 12-დან 16 კვ.მ-მდე
- შერწყმული მისაღებთან ან სასადილოსთან: კვადრატულობა შეიძლება შემცირდეს

მისაღები – მყუდროება ყველასთვის
მისაღები ოთახი არის ადგილი, სადაც ოჯახი იკრიბება, სტუმრებს მასპინძლობთ და ყველაზე მეტი დრო გატარება ხდება.
- 2 ადამიანზე: მინიმუმ 20 კვ.მ
- ოჯახისთვის (4-5 წევრი): 30 კვ.მ
- სტუდიოს ტიპის (შერწყმული სამზარეულო/მისაღები): 35-დან 50 კვ.მ-მდე
საძინებელი – პირადი კომფორტი
ყოველ ადამიანს სჭირდება სივრცე, სადაც შეძლებს განმარტოებას, დასვენებასა და ენერგიის აღდგენას.
- მოზრდილების საძინებელი: 12-დან 16 კვ.მ-მდე
- ბავშვის ოთახი: მინიმუმ 12 კვ.მ
- აბსოლუტური მინიმუმი: 8 კვ.მ – ერთპერსონიანი სივრცისთვის

სველი წერტილები – ჰიგიენის კომფორტი
სველი წერტილის რაოდენობა და ზომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალწევრიან ოჯახებში.
- 2 ადამიანისთვის: 1 აბაზანა საკმარისია, მინ. ფართი – 5 კვ.მ
- 4 ან მეტი ადამიანისთვის: რეკომენდებულია 2 სველი წერტილი:
- პირველი – 3-4 კვ.მ
- მეორე – 7-დან 17 კვ.მ-მდე, სურვილისამებრ აბაზანით ან შხაპკაბინით

ბინის შერჩევისას ყურადღება მხოლოდ კვადრატულობაზე არ უნდა გავამახვილოთ – მნიშვნელოვანია, როგორ ნაწილდება ეს სივრცე და რამდენად შეესაბამება ის თქვენი ოჯახის ცხოვრების სტილს.
კომფორტი მხოლოდ კვადრატულობაში არ იზომება – ის სივრცის ფუნქციურ ორგანიზებაშია.
სწორად გადანაწილებული ბინა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ოჯახის წევრის პირად სივრცეს, ქმნის მყუდრო, ჰარმონიულ გარემოს და ყოველდღიურობას ხდის მარტივსა და სასიამოვნოს.
18.12.2025რატომ არის დაბალ სართულიანი კორპუსი საუკეთესო არჩევანი?
რა სირთულეებს ქმნის მაღალსართულიანი ცხოვრება და რატომ არის დაბალსართულიანი პროექტი უფრო ჭკვიანური არჩევანი.
25.10.2025შეიძინე ბინა სანზონაში 905$-ად
დაიწყე რემონტი დღესვე
06.10.2025როგორ აირჩიოთ სართული და ხედი ბინის ყიდვისას? - პრაქტიკული რჩევები
ბინის ყიდვისას მხოლოდ ფართობი და კედლები არ არის გადამწყვეტი - ფასსა და კომფორტზე ყველაზე დიდ გავლენას სართული და ხედი ახდენს.
