Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

05.04.2025

„ფული არ მაქვს, მაგრამ მინდა ჩემი ბინა“ - როგორ იწყება პირველი ნაბიჯი?

ფული არ მაქვს, მაგრამ მინდა ჩემი ბინა“ - ეს ფრაზა დღეს მრავალ ქართველის გონებაში ტრიალებს. ეს არც სირცხვილია და არც უუნარობა - ეს უბრალოდ რეალობაა. იმ გარემოში, სადაც ქირის ფასები ყოველდღიურად იზრდება, ბინის შეძენა ხშირად შორეულ ოცნებად გვეჩვენება. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ანგარიშზე არსებული თანხით კი არ იწყება, არამედ გადადგმული პირველი ნაბიჯით.

ამ ბლოგში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება დაიწყო საკუთარი ბინისკენ მიმავალი გზა მაშინ, როცა ჯერ არც საკმარისი დანაზოგი გაქვს და არც ზუსტად იცი, რა ნაბიჯებია საჭირო.

ყველაზე დიდი შეცდომაა ლოდინი იმ მომენტის, როცა "დავაგროვებ საკმარის თანხას და მერე დავიწყებ ფიქრს." სინამდვილეში, თუ გეგმა არ გაქვს, ის „საკმარისიც“ არასდროს დადგება.

  • ყველაფერი იწყება ერთი მნიშვნელოვანი კითხვით: სად მინდა ცხოვრება?
  • როგორი ბინა მინდა – პატარა სტუდიო თუ საცხოვრებელი ოჯახისთვის?
  • რამდენია ჩემი თვიური შემოსავალი და რამდენის გადახდა შემიძლია ყოველთვიურად?

ეს კითხვები ძალიან მარტივია, მაგრამ უმეტესობა მათ თავს არ სვამს. გეგმის გარეშე კი არაფერი იწყება.

ჯერ არ ყიდულობ - ჯერ სწავლობ. შეისწავლე ყველაფერი:

  • რა ღირს 1 კვადრატული მეტრი სხვადასხვა უბანში?
  • რა განსხვავებაა შავ და მწვანე კარკასს შორის?
  • არის თუ არა კონკრეტული უბანი "მომავლის ინვესტიცია", თუ უბრალოდ ახლა იაფია?
  • დაიწყე ბაზრის დაკვირვება - მაგრამ ყურადღება მიაქციე არა მხოლოდ ფასს, არამედ კონტექსტსაც;
  • რა კეთილმოწყობაა? როგორია ტრანსპორტი, ხმაური, ინფრასტრუქტურა, მეზობლობა?

შესაძლოა ვერ მიიღო ყველაფერი ერთდროულად - ხედიც, ლოკაციაც, ფართიც და ფასი. მაგრამ თუ იცი შენი პრიორიტეტები, იცი სად დათმო და სად არა.

შეადგინე ორი სია:

  • აუცილებელი: უბანი, კვადრატულობა, საზ. ტრანსპორტის სიახლოვე;
  • სასურველი: აივანი, ხედები, ძველი vs ახალი კორპუსი;

სწორად შერჩეული პრიორიტეტები დაგეხმარება, რომ შეარჩიო ის ბინა, რომელიც რეალურად შეგეფერება.

თავად ის, რომ კითხულობ ამ ბლოგს, ნიშნავს: გადადგი პირველი ნაბიჯი.

შენი ბინა არ არის შორეული ოცნება. ეს არის მიზანი, რომელიც შეიძლება დღესვე დაიგეგმოს.

  • არა - ჯერ არ გაქვს მთელი თანხა;
  • არა - ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება;
  • მაგრამ შეიძლება ბინა იყოს შენი!

UX დეველოპმენტი სწორედ იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვინც ცხოვრებაში რაღაცას პირველად აკეთებს - იქნება ეს პირველი ბინა, პირველი გეგმა, თუ პირველი სესხი.

ჩვენთან ერთად შენ არ ხარ მარტო ამ გზაზე.

შენ გიდები გეყოლება - და არა უბრალოდ სერვისის მომწოდებლები.

მოდი, ვილაპარაკოთ. ერთად დავიწყოთ შენი პირველი ბინის ამბავი.