Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

16.12.2024

სამეზობლოს პრობლემები ახალაშენებულ კორპუსებში - რა უნდა ვიცოდეთ?

მეზობლების ურთიერთობები კორპუსებში ხშირად ხდება პრობლემატური, რადგან მჭიდრო გარემოში ადამიანები ერთმანეთს მუდმივად ხედავენ და ხშირ შემთხვევაში მათი ცხოვრება ერთმანეთზეა დამოკიდებული. მეზობლებს შორის კონფლიქტები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით.

სივრცის გაუმართაობა

კორპუსში ზოგჯერ არ არის ჰარმონიული ურთიერთობები მეზობლებს შორის, რისი მიზეზიც საერთო სივრცეების, ეზოებისა და საბავშვო მოედნების გაუმართაობაა. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ინციდენტები მეზობლებს შორის. ამიტომ, ბინის შეძენამდე გაითვალისწინეთ რამდენად მოწესრიგებულია საერთო სივრცეები.

ხმაურის პრობლემა

ახალ კორპუსებში ხშირად არ არის საკმარისი ხმის იზოლაცია, რაც იწვევს ხმაურისგან უკმაყოფილებას მეზობლების მხრიდან. ახალ აშენებულ კორპუსებში თხელი კედლები დიდი გამოწვევად რჩება. აუცილებელია ყველამ დაიცვას სამეზობლო კულტურა და პატივი სცეს მეზობლების კომფორტს (გამორიცხოს გვიანი, ხმაურიან წვეულებები და ა.შ.)

პარკინგის პრობლემა

როგორც წესი, საპარკინგე სივრცეების რაოდენობა არ შეესაბამება მცხოვრებთა რაოდენობას, რაც იწვევს კონფლიქტებს, ავტოსადგომის არასწორად გამოყენებასა და საავტომობილო პრობლემებს. რჩევა იქნება, რომ ბინასთან ერთად იზრუნოთ პარკინგის შეძენაზეც.

დაბალი ხარისხი

სამშენებლო ხარისხი შეიძლება იყოს დაბალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუმართავი წყლის მიწოდება, სანტექნიკური ან ელექტრო სისტემების პრობლემები და სხვა ნაკლოვანებები, რაც ასევე იწვევს მეზობლების პროტესტს.

კორპუსის მართვის პრობლემები

კორპუსის მენეჯმენტი შეიძლება იყოს არასაკმარისად ეფექტური ან ნაკლებად მოტივირებული, რაც იწვევს მომსახურების საკითხების გაჭიანურებას. კორპუსის თავმჯდომარის როლი უდიდესია შენობის პრობლემების გადაჭრასა და სამეზობლო ურთიერთობების დარეგულირებაში.

იმისთვის, რომ უსიამოვნო შემთხვევები თავიდან აირიდოთ საჭიროა:

მეზობლებმა შეძლონ ერთმანეთთან ღია და კეთილსინდისიერი საუბარი. ხშირად კონფლიქტები ხდება მხოლოდ გაუგებრობების გამო. არსებობდეს შესაბამისი იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებენ საერთო წესებს. ასევე უნდა იყოს დაწესებული გარკვეული ტიპის სანქციები წესების დამრღვევთათვის. ხშირად უნდა ეწყობოდეს სამეზობლო შეკრებები და განიხილებოდეს აქტუალური საკითხები.

და რაც ყველაზე მთავარია, უნდა შეარჩიოთ საუკეთესო კომპანია. ასეთი კი UX development-ია, რომელიც ზრუნავს ყველა მობინადრის კომფორტზე და წარმატებით ახერხებს შექმნას იდეალური გარემო მის პროექტში მცხოვრებთათვის.