Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

21.11.2024

თბილისის ზღვა - მზარდი საცხოვრებელი ზონა

თბილისის ზღვა, რომელიც რეალურად ხელოვნურად შექმნილ წყალსაცავს წარმოადგენს - დედაქლაქისთვის მნიშვნელოვანი რეკრაციული და ურბანული ზონაა. ივრის ზეგანზე, სამი მლაშე ტბის შეერთებით, 3 კმ.-ის სიგანისა და 8.5 კმ.-ის სიგრძის წყალსაცავი 1952 წელს დაგუბდა (ექსპლუატაციაში მიიღეს 1953 წელს).

მისი პირველი პროექტი 1930-იან წლებში მომზადდა, თუმცა განხორციელებას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა. ამ მოვლენამ დიდი ცვლილებები გამოიწვია - ქალაქში ტემპერატურაც კი მცირედით დაეცა, გაშენდა დენდროლოგიური პარკი და დაირგო მილიონობით ახალი ნერგი ხე.

თბილისის დენდროლოგიური პარკი, თბილისის ზღვის გარშემო

თბილისის ზღვის მოწყობამ მის გარშემო ახალი უბნების წარმოქმნასა და გაფართოებას მისცა ბიძგი, ასეთებია სანზონა და თემქა (დღევანდელი ზღვისუბანი). 1960-70-იან წლებში აშენდა საცხოვრებელი მასივები, მოეწყო პლიაჟები და სავაჭრო-გასართობი ობიექტები. ცოტა ხნის წინ დაუსახლებელ ადგილას, მოსახლეობამ სწრაფად დაიწყო ზრდა. 

1980-იან წლებში მოეწყო ამ უბნების მთავარი სიმბოლო - ქანდაკებები საქართველოს მატიანე. თბილისის ზღვა აქტუალურობას დღემდე არ კარგავს, მასთან მდებარე უბნების მოსახლეობა კი კვლავ განაგრძობს ზრდას და ინარჩუნებს მოთხოვნას.

"საქართველოს მატიანე"

UX Development-ის პროექტი რატევანის ქუჩაზე, არის თბილისის ამ გამორჩეული ნაწილის ყველა უპირატესობის თავმოყრა. პროექტი მ/ს ღრმაღელესთან მდებარეობს, რომლის ფანჯრებიც „საქართველოს ისტორიას უმზერს“. ევროპული სტილის ოთხი 4 სართულიანი საცხოვრებელი შენობა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც სიმყუდროვესა და კომფორტს დედაქალაქის ფართო ცენტრში ეძებს.

უბანი ყოველდღიურად ვითარდება, შენდება ახალი კორპუსები, სულ ახლახან კი გაიხსნა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი პარკი. ეს ყველაფერი განაპირობებს უძრავი ქონების ღირებულების სტაბილურ ზრდას, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. აირჩიე შენი სახლი აქ!

15.08.2026

როგორ იცვლება თანამედროვე მყიდველის მოთხოვნები საცხოვრებელზე?

რატომ იზრდება ინტერესი დაბალსართულიანი პროექტების მიმართ და რა უპირატესობები აქვს მშვიდ, მყუდრო და კარგად დაგეგმილ საცხოვრებელ გარემოს?

22.05.2026

უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?

გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.

26.03.2026

მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?

მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.