
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
04.10.2024რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას?
ბინის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანი იღებს ცხოვრებაში. ეს არა მხოლოდ დიდი ფინანსური ინვესტიციაა, არამედ გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კომფორტსა და კეთილდღეობაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი ბინის შეძენამდე. განვიხილოთ ძირითადი საკითხები რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:
მდებარეობა - ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის დროსაც უნდა გაითვალისწინოთ:
- უბნის რეპუტაცია და უსაფრთხოება;
- უბნის სამომავლო განვითარების პერსპექტივები;
- სიახლოვე სამუშაო ადგილთან, სკოლებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან.
ბინის მდგომარეობა:
- კარკასის ტიპი (შავი, თეთრი და მწვანე);
- შეაფასეთ ფანჯრებისა და კარების მდგომარეობა;
- გაარკვიეთ, არის თუ კომუნიკაციები (წყალი, გაზი, ელექტროობა).

იურიდიული ასპექტები:
- შეამოწმეთ საკუთრების დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში;
- გაარკვიეთ, ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით ან სხვა ვალდებულებებით;
- თუ მშენებარე პროექტია, შეამოწმეთ დეველოპერის მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ასევე მშენებლობის ნებართვები.
ფინანსური ასპექტები:
- გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯები (რემონტი, კომუნალური გადასახადები);
- თუ იპოთეკურ სესხს იღებთ, კარგად გაიაზრეთ გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები.
სამეზობლო და საერთო სარგებლობის სივრცე:
- გაიცანით მეზობლები და შეაფასეთ არსებული ატმოსფერო;
- შეამოწმეთ საერთო სარგებლობის - კიბის, ეზოს, ლიფტის მდგომარეობა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა:
- შეაფასეთ პარკირების შესაძლებლობები;
- გაარკვიეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა.
გახსოვდეთ, რომ იდეალური ბინა შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ თქვენს საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო ვარიანტის პოვნა ნამდვილად შესაძლებელია. დაუთმეთ დრო ძიებას, შეადარეთ რამდენიმე ვარიანტი და ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა სპეციალისტებთან უძრავ ქონებაში. კარგად დაგეგმილი გადაწყვეტილება შესაძლებლობას მოგცემთ, შექმნათ კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი, რომელიც ერთგვარი ინვესტიციაა.
22.05.2026უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?
გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.
26.03.2026მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?
მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
01.03.2026შეიძინე ბინა სანზონაში - დასრულებულ პროექტში
იჩქარეთ - ბინების რაოდენობა შეზღუდულია!
