Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

15.05.2024

შექმენი მყუდრო და თანამედროვე გარემო სახლში

ყოველდღიურ სტრესულ გარემოში მნიშვნელოვანია ერთი ადგილი მაინც გვეგულებოდეს, როგორც მყუდრო თავშესაფარი. ადგილი, სადაც ადამიანი განიტვირთება, დაისვენებს და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ძალებს აღიდგენს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მხოლოდ კარგი ინტერიერის დიზაინი ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ მისი მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ სივრცე, სადაც დღის ბოლოს დაისვენებთ და პოზიტივით აივსებით. 

ფერები და განათება

მშვიდი და თანამედროვე გარემოს შესაქმნელად დიზაინერები იყენებენ ფერთა შეხამების შემდეგ პრინციპს - ძირითადად გამოიყენება სამი ფერი, როგორც ერთგვარი სქემა:

  • ანალოგიური, მსგავსი ფერები;
  • კონტრასტული ფერები ანუ ჰარმონიულად შერწყმული კონტრასტული ფერები;
  • კლასიკური ტრიადა, ერთი ფერის სხვადასხვა ელფერი.

ფერებთან ერთად განათებას დიდ მნიშვნელობა ენიჭება სივრცის საბოლოო ელფერის შექმნაში. განათების წყარო ქმნის იმ სიმყუდროვის განცდას, რომლის მიღწვევაც ძნელი იქნებოდა მისი არარსებობის შემთხვევაში. ფანჯრებიდან შემომავალი მზის სინათლე დღის სასიამოვნო დასაწყისია, საღამოს კი უპირატესობა რბილ განათებას მიანიჭეთ. 

ფუნქციური სივრცე

მყუდრო დიზაინის ერთ-ერთი ძირითად პრინციპი მისი ფუნქციურობაა. ფუნქციური დიზაინი, გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამავე დროს, სიმშვიდის განცდას აღძრავს. მაგალითად, სამზარეულო ისე უნდა იყოს დაგეგმარებული, რომ ერთი ნივთის ასაღებად არ გიხდებოდეთ უამრავი სათავსოს გამოღება, რაც დამატებითი სტრესის წყარო შეიძლება გახდეს.

მეტი ორგანიზებულობა

სათანადოდ ორგანიზებულ და მოწესრიგებულ ნივთებსაც თავისი წვლილი შეაქვს დამამშვიდებელი ეფექტის მქონე გარემოს შექმნაში. თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და ყველაფერს თავისი ადგილი მოუძებნოთ, რომ მათი გამოყენებისას მარტივად მიაგნოთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ცხოვრების რუტინა გაქვთ, თუ სახლში ორგანიზებულობას და წესრიგს არ დაამყარებთ, მუდმივად ქაოსში იცხოვრებთ. 

ჩართეთ შეგრძნებები

არომატი, ტექსტურა, ხმები - ეს ელემენტი თავის როლს თამაშობს მყუდრო გარემოს შექმნაში და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალი. ტექსტურას შეუძლია შეცვალოს სივრცის აღქმა. სასიამოვნო სურნელი დადებითად აისახება განწყობაზე, სასიამოვნო ხმები კი სიმშვიდეს გვიქმნის. სივრცის მოწყობისას რაც უფრო მეტ შეგრძნებას გაითვალისწინებთ, მით უფრო მეტად გაუმჯობესდება თქვენი ყოველდღიური განწყობა. 

ხაზი გაუსვით სივრცეს და შექმენით უნიკალური გეგმარება

რთულია ჩაკეტილი სივრცე აღიქვათ, როგორც დამამშვიდებელი. შემოსაზღვრულმა სივრცემ შეიძლება გამოიწვიოს კლაუსტროფობია, მაშინ როცა ფართო ფანჯრები და ღია დიზაინის კონცეპტი თავისუფლების და შესაძლებლობების განცდას ქმნის. ელემენტთა უწყვეტი ნაკადი, სივრცეების ერთმანეთში გადასვლა მეტი სივრცის განცდას იწვევს, ხოლო საერთო ელემენტები სხვადასხვა ოთახებს ერთი სახლის ნაწილებად კრავს.

სახლში არის ზონები, რომელიც რამდენმე ფუნქციას ითავსებს და რთულია თავი ავარიდოთ ამ პროცესს. თუმცა სწორედ დაგეგმარებული სივრცის დახმარებით შესაძლოა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სამუშაო და სარელაქსაციო სივრცე.