
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
01.05.2024როგორ შევარჩიოთ საცხოვრებელი გარემო
დღეს არსებულმა ცხოვრების რითმმა სრულიად შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო. ის უფრო მჭიდრო, ქაოტური და წარმოუდგენლად სწრაფად ცვალებადი გახდა. დღეის მდგომარეობით თანამედროვე ქალაქები ურბანიზაციის და მჭიდრო დასახლების მაღალი დონით ხასიათდებიან და გამონაკლისს არც თბილისი წარმოადგენს. ამ ქაოტურ სამყაროში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ ადგილად სახლი იქცა, ადგილი სადაც დამღლელი დღის შემდგომ ვბრუნდებით და მომავალი დღისთვის ენერგიით ვივსებით, სწორედ ამიტომ როდესაც საცხოვრებელის არჩევის დრო მოდის, უპირველეს ყოვლისა ყურადღება ადგილმდებარეობაზე უნდა გავამახვილოთ, რადგან თქვენს ბინაში უამრავი რამის შეცვლას შეძლებთ, მაგრამ თქვენ ვერასდროს შეცვლით სამეზობლოს და გარემოს, სადაც თქვენი სახლი იქნება. ამიტომ, თავიდანვე უნდა აარჩიოთ ისეთი ადგილი, რომელიც სამომავლოდ დისკომფორტს არ შეგიქმნით და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას მოგცემთ.

უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია სამსახურთან ახლოს მდებარე ბინაა, რომელიც ქალაქის ცენტრისგანაც არ იქნება შორს და ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული. თუმცა, ასეთი ადგილები ჩვენთან სულ უფრო იშვიათია.

ადრე ბევრი ადამიანი უარს არ ამბობდა ხმაურიან, გამონაბოლქვით სავსე ადგილას ცხოვრებისგან, მხოლოდ იმიტომ რომ უბნის პრესტიჟულობა იზიდავდა,მაგრამ ქალაქის მოსახლეობის ზრდისა და ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, დღეს პრესტიჟი და მოთხოვნა სწორედ ისეთ ადგილებს მიენიჭათ, სადაც სუფთა ჰაერით, სიმწვანითა და სივრცით ტკბობაა შესაძლებელი, დადგან დღეს რაც არ უნდა კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინა, მისგან თავის დაღწევა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგინდებათ, თუ საცხოვრებელი გარემო ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
22.05.2026უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?
გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.
26.03.2026მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?
მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
01.03.2026შეიძინე ბინა სანზონაში - დასრულებულ პროექტში
იჩქარეთ - ბინების რაოდენობა შეზღუდულია!
