
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
15.03.2024დაბალსართულიანი კორპუსების უპირატესობები
დღესდღეობით ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით მაღალსართულიან კორპუსებს, რადგან თანამედროვე სამყაროს ძირითადი აქცენტი სწორედ მასზეა მიმართული. თუმცა ამის მიუხედავად, დაბალსართულიანი კორპუსები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. განვიხილოთ მისი უპირატესობები:
ინდივიდუალური პროექტი
დაბალსართულიანი კორპუსის ბინებს ახასიათებთ ინდივიდუალური პროექტების შექმნა. დაბალსართულიანი კორპუსები გვთავაზობენ მოქნილ არქიტექტურულ დიზაინებსა და განლაგებას. დეველოპერებს აქვთ მეტი შესაძლებლობა მოერგონ ბინადართა პრეფერენციებსა და საჭიროებებს. თქვენ ხდებით ექსკლუზიური ქონების მფლობელი.

ექსპლუატაციის პერიოდი
დაბალსართულიანი კორპუსების ექსპლუატაციის პერიოდი ბევრად უფრო ცოტა დროს მოიცავს, რაც ხელს უწყობს თქვენს ახალ სახლში მარტივად და სწრაფად დაბინავებას. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დაჩქარებით სურს ახალ ბინაში გადასვლა.
უსაფრთხო გარემო
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, როგორიცაა მიწისძვრა ან ხანძარი ევაკუაცია ბევრად უფრო მარტივია. ეს კი თქვენი უსაფრთხოებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. პარკირების პრობლემას დაბალსართულიან კორპუსებში იშვიათად თუ შეხვდებით.

მყუდრო სამეზობლო
მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვე და პატარა სამეზობლო წრე მეტად მეგობრულ და სოციალიზებულ გარემოს ქმნის. თქვენ ქმნით მჭიდრო ურთიერთობებს, რაც ცხოვრებას გაცილებით უფრო ჰარმონიულს და კომფორტულს ხდის.
დაბალსართულიან კორპუსებში ცხოვრებით თქვენ შეძლებთ მეტი სიამოვნება მიიღოთ ქალაქში ცხოვრებით და თავი იგრძნოთ, როგორც საკუთარ „კოტეჯში“.
22.05.2026უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?
გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.
26.03.2026მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?
მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
01.03.2026შეიძინე ბინა სანზონაში - დასრულებულ პროექტში
იჩქარეთ - ბინების რაოდენობა შეზღუდულია!
