
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
26.02.2024მშვიდ გარემოში ცხოვრების 10 დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
დღევანდელ სამყაროში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა ის ფაქტი, რომ სულ სადღაც გვეჩქარება, საქმეს ვერ ვასწრებთ, დრო არ გვყოფნის და კიდევ მრავალი, დაუსრულებელი პრობლემები. სტრესი ჩვენი ცხოვრების მეგზური გახდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, ამიტომ მშვიდი, წყნარი საცხოვრებელი გარემო აუცილებელია, რათა სახლში მისვლისას მაინც შევძლოთ განტვირთვა.
პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ვიზრუნოთ ჩვენი შინაგანი სამყაროს სიმშვიდეზე.
ჩამოგითვლით 10 მიზეზსს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდ გარემოში ცხოვრება:
- მშვიდ გარემოში ცხოვრება ამცირებს სტრესის ჰორმონს-კორტიზოლს, რომელიც თანამედროვე ადამიანს ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე ძალიან მაღალ ზღვარზე აქვს;
- უზრუნველყოფს დადებით გავლენას თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სიმშვიდის და რელაქსის გრძნობის ხელშეწყობით;
- ხმაურისა და დაძაბულობისგან შორს ცხოვრება ხელს უწყობს ძილის ხარისხსს,რაც იწვევს კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას;
- ბუნებრივი გარემოს სიმშვიდე და სილამაზე ამაღლებს განწყობას, ამცირებს შფოთვის და დეპრესიის გრძნობებს და ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის მომატებასს;

- ბუნებასთან სიახლოვე გვთავაზობს გარე აქტივობებთან სიახლოვეს, როგორიცაა სეირნობა, სიარული, ლაშრობა, ველოსიპედით სიარული, ვარჯიში. ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა კი აგვარებს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს;
- მშვიდი გარემო და შემცირებული სტრესი დადებითი გავლენით ხასიათდება იმუნური სისტემის მიმართ, რაც უკეთ ახერხებს ორგანიზმის დაცვას დაავადებებისგან;
- აუმჯობესებს კონცენტრაციას და ფოკუსირებას, რაც იწვევს პროდუქტიულობის ზრდას, უკეთეს აკადემიურ მოსწრებას, ყოველდღიურ საქმიანობაში უფრო მონდომებით ჩართულობას;
- მშვიდ გარემოში ცხოვრება აღადგენს თქვენს ძალებს, რაც მეტად მოტივირებულს გხდით მომდევნო დღეს, როცა უბრუნდებით თქვენსსაქმიანობას და ყოველდღიურ რუტინას;
- მშვიდ გარემოში თქვენს ოჯახთან,მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად შეკრება გმუხტავთ დადებითი ემოციებით;
- შემცირებული სტრესის კუმულაციური ეფექტი, გაუმჯობესებული გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა, რომლებიც დაკავშირებულია მშვიდობიან გარემოში ცხოვრებასთან ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ უწევთ მუდმივად სტრესის ქვეშ ცხოვრება, აქვთ უფრო დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და უკეთესი საერთო ჯანმრთელობის შედეგები.
18.12.2025რატომ არის დაბალ სართულიანი კორპუსი საუკეთესო არჩევანი?
რა სირთულეებს ქმნის მაღალსართულიანი ცხოვრება და რატომ არის დაბალსართულიანი პროექტი უფრო ჭკვიანური არჩევანი.
25.10.2025შეიძინე ბინა სანზონაში 905$-ად
დაიწყე რემონტი დღესვე
06.10.2025როგორ აირჩიოთ სართული და ხედი ბინის ყიდვისას? - პრაქტიკული რჩევები
ბინის ყიდვისას მხოლოდ ფართობი და კედლები არ არის გადამწყვეტი - ფასსა და კომფორტზე ყველაზე დიდ გავლენას სართული და ხედი ახდენს.
