Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

10.02.2024

როგორ ვაქციოთ ტერასა მყუდრო დასასვენებელ ზონად

ტერასა სახლის გამორჩეული და მიმზიდველი ზონაა, ადგილი სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ, სტუმბრები მიიღოთ და სასიამოვნო დრო გაატაროთ ან იმუშაოთ. ტერასის მოწყობა განსაკუთრებულ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს, რათა წელიწადის ნებისმიერ სეზონში სასიამოვო და დაუვიწყარი დრო გაატარო. ტერასა პატარა კუნძულია შიდა და გარე სამყაროს შორის, რომელიც სულიერი განტვირთვისთვისა და მედიტაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. დატვირთული დღის შემდეგ, როცა სახლში მიდიხართ შეგიძლიათ დასხდეთ მეგობრებთან ერთად ტერასაზე და სასიამოვნო საღამო გაატაროთ. ამისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რომელიც დაგეხმარებათ ტერასის მოწყობას შემოქმედებითად მიუდგეთ.

ტერასის ტიპი

პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, როგორი ტერასა გსურთ: დახურული თუ ღია, შემოფარგლული, საზღვრების გარეშე თუ დამოუკიდებელი სივრცე. დახურული ტერასა რათქმაუნდა ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა ღია უფრო ნაკლებ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. გასათვალისწინებელი ფაქტორია ასევე სივრცის მოცულობა, თუ სივრცე დიდია შეგიძლიათ მოაწყოთ სხვადასხვა ფუნქციური ზონა, მაგალითად გარე სამზარეულო ან ბაღი. მნიშვნელოვანია აქცენტი მასალების გამძლეობაზე გააკეთეთ, რათა სეზონის ნებისმიერ დროს გაუძლოს. 

ტერასა

ავეჯი

ავეჯი ტერასის აუცილებელი ნაწილია, ხშირად სივრცის გასაფორმებლად იაფფასიან ავეჯს ირჩევენ თუმცა, ამაზე ეკონომიის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ, სწორედ გარე სივრცეს სჭირდება ხარისხიანი ავეჯი, რათა კარგად გაუძლოს ზაფხულის მცხუნვარე მზეს და ზამთრის ცივ დღეებს. მნიშვნელოვანია ავეჯი თქვენი ფართის ზომას შეესაბამებოდეს: პატარა ტერასას ძალიან ნუ გადატვირთავთ. თუ გინდათ მყუდრო სივრცის შექმნა მოათავსეთ რბილი ავეჯი, აუცილებლად გამოიყავით კუთხე თხელი მაგიდისთვის, სადაც მუშაობას და ფინჯანი ყავის მირთმევას შეძლებთ. ტერასას ძალიან უხდება გასაშლელი სკამები, პუფები და საქანელები.

თბილი ტექსტილი

ტერასაზე განათავსეთ პლედები, ბალიშები, ძირს დააგეთ პატარა ხალიჩა, ის ლამაზიც იქნება და პრაქტიკულიც. სივრცეს შეავსებთ და ამავდროულად ამინდის ცვლილებისთვის მუდამ მზად იქნებით. ეცადეთ არჩევანი თბილ ფერებსა და მსუბუქ ტექსტილზე შეაჩეროთ. 

ტერასა

განათება

თბილი განათება მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის, ამიტომ საინტერესო იქნება ტერასას  სანთლებით ან სხვადასხვა ფორმის და ზომის სანათებით გააფორმებთ. დიდი ზომის სანათები შეგიძლიათ იატაკზე დადგათ, პატარები კი მაგიდაზე ან ფანჯრის რაფებზე განათავსოთ.

მცენარეები

მცენარეები სივრცეს აცოცხლებენ, მათ ინტერიერში უამრავი ფერი და სიხალისე შემოაქვთ. ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ აივანზე თქვენთვის საყვარელი და საინტერესო ყვავილები განათავსოთ. დღეს უამრავი დიზაინის, ფერის და სტილის ქოთნები არსებობს, მცენარეები შეგიძლიათ ჭერზე ან მოაჯირზე დაკიდოთ. თუ ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი გიყვართ შეგიძლიათ ტერასაზე პატარა ბოსტანი მოაწყოთ და ახალი მწვანილი ქალაქის ბინის პირობებში მოიყვანოთ.