Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

10.01.2024

როგორ უნდა დავიწყოთ ინტერიერზე მუშაობა ?

ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სახლში ჰარმონიული და კომფორტული ინტერიერის არსებობა. სასურველი ინტერიერის შექმნა არც ისე მარტივი პროცესია, ეს ერთგვარი თამაშია სადაც წესების დაცვა საჭიროა, მაგრამ მისი დარღვევაც შესაძლებელი. იმისთვის რომ არ აღმოჩნდეთ ქაოსში, წარმოგიდგენთ ელეგანტური ინტერიერის შექმნის მთავარ წესებს.

ერთიანი კონცეფცია

თუ გაქვთ ერთიანი კონცეფცია შექმნილი, თქვე უკვე იცით მომავალი ბინის ფერთა გამა, სტილი, ფორმები და ტექსტურა. კონცეფცია მოგცემთ მიმართულებას და შეგიქმნით სამოქმედო გეგმას. მისი დახმარებით, ავეჯის და დეკორის შეძენას მარტივად შეძლებთ, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, რა მოუხდება თქვენს ინტერიერს.

ერთიანი კონცეფცია

ნეიტრალური კედელი

ადამიანები, იმდენად ხშირად ფიქრობენ ორიგინალურ დეკორაციასა და ფერებზე, რომ ავიწყდებათ, ცარიელი სივრცის და ნეიტრალური კედლების მნიშვნელობა, რომელსაც სივრცეში სიმშვიდე შემოაქვს და დეკორს ხაზს უსვამს. თუმცა აუცილებელია კონტრასტის შექმნა. მაგალითად, ღია კრემისფერის და თეთრის ფერის მუქ ხესთან და მუქ აქსესუარებთან შეხამება, რომლებიც ნათელ ფონზე ეფექტურად გამოიყურება. 

კომპოზიციური ცენტრი

ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრალური ელემენტის ანუ ოთახში ფოკუსირების ძირითადი წერტილის შექმნაა. სივრცეში უნდა არსებობდეს ცენტრი, რომელსაც პირველ რიგში დაინახავთ და ინტერიერის თვალიერებას ამ წერტილიდან დაიწყებთ. ეს შეიძლება იყოს  მოზრდილი, ნათელი, განსაკუთრებით მიმზიდველი ნივთები, მაგალითად ქანდაკებებით შევსებული თარო კაბინეტში ან დიდი ბუხარი მისაღებში.

ნაკლები არასაჭირო ნივთი

ინტერიერი ბევრი ნივთით არ უნდა გადაიტვირთოს. ოთახში მხოლოდ აუცილებელი და სასარგებლო ნივთები უნდა დარჩეს. უამრავი წვრილმანი, რომელიც თაროზე და მაგიდაზე იმტვერება და არანაირი დანიშნულება არ აქვს გარდა იმისა რომ ინტერიერის გადატვირთვას იწვევს შეგიძლიათ ყუთებში ჩაალაგოთ და შეინახოთ.

არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს

თვალი ადევნეთ თანამედროვე ტენდეციებს, და დაიწყეთ ექსპერიმენტები. თამამი პრინტები და აქსესუარები ინტერიერში საინტერესო ხასიათს ქმნის და სივრცეს იდენტობას სძენს. 

სამზარეულო