
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
10.11.2023ფერის ფსიქოლოგია ინტერიერის დიზაინში - მწვანე
ფერის ფსიქოლოგია ინტერიერის დიზაინის ის მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც ოთახის ხასიათს აყალიბებს. ფერები ადამიანებში სხვადასხვა ემოციებს აღძრავენ, ამიტომ მათი შერჩევისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ ატმოსფეროს განსაზღვრა, რომლის შექმნაც გსურთ.
მწვანე ფერი:
ადამიანებისთვის მწვანე ფერი ბუნებასთან ასოცირდება.

ადამიანის გონება ბუნებას სიმშვიდეს, სიახლესა და ნდობას უკავშირებს.
მისი სხვადასხვა ელფერი ხელს უწყობს მოდუნებას, აღძრავს უსაფრთხოების განცდას და ამცირებს ჰიპერტენზიისა და არტერიული წნევის დონეს.
ინტერიერის დიზაინში მწვანე ფერი ხშირად გამოიყენება. ეს ფერი ბუნებასთან სიახლოვის განცდას აჩენს, რაც ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ამავდროულად მწვანე ინტერიერს აცოცხლებს და მასში მრავალფეროვნება შემოაქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ღია ფერი იქნება ის თუ მუქი, მწვანე ფერის პალიტრაში თქვენთვის სასურველი ტონალობა აუცილებლად მოიძებნება.

მწვანე ფერი უხდება, როგორც თანამედროვე სტილს, ასევე კლასიკურ სტილსაც, მთავარია მისი ზომიერად გამოყენება.
ღრმა ზურმუხტისფერი განსაკუთრებულად ელეგანტურია ინტერიერში, ხოლო ღია მწვანე ასტიმულირებს შემოქმედებითობას და გეხმარება კონცენტრირებაში. ის იდეალური ფერია კედლებისთვის ისეთ სივრცეებში სადაც საჭიროა გონების გახსნა. მწვანე ფერის გამოყენება რეკომენდებულია სამუშაო ოთახსა და სამზარეულოში.

22.05.2026უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?
გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.
26.03.2026მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?
მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
01.03.2026შეიძინე ბინა სანზონაში - დასრულებულ პროექტში
იჩქარეთ - ბინების რაოდენობა შეზღუდულია!
