
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
20.11.2023ბუნებრივი მასალა ინტერიერში
ინტერიერის დიზაინში ბუნებრივ მასალებს განსკუთრებული როლი უჭირავთ. თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება სახლის ბუნებასთან და ბუნებრივ გარემოსთან მეტ დაახლოებას გულისხმობს.

ყველაზე მოთხოვნადი ბუნებრივი მასალა კი ხეა - ის იდეალური მასალაა ჩვენი კლიმატისთვის. მისი თბილი ჩრდილები და ნატურალური ტექსტურა სახლში სიმყუდროვეს ქმნის და შესანიშნავად გამოდგება, როგორც სააგარაკე სახლის, ისე ქალაქის ბინების გასაფორმებლად. ამ მასალით შექმნილი საცხოვრებელი გარემო განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე მოსწონს.

ხის მასალისგან დამზადებულ ჭერსა და იატაკს დიდი ხნისა და მრავალფეროვანი ისტორია აქვს სახლის დეკორაციაში.
სხვა ეპოქებისგან განსხვავებით დღესდღეობით ხეს ინტერიერში უფრო სადად იყენებენ.
დღეს ხის გარეშე მოწყობილ სახლს იშვიათად ნახავთ, თუმცა მარტო ამ მასალის გამოყენებით შექმნილი ინტერიერი მოსაწყენია მას ბეწვი, ტყავი, სპილენძი, მარმარილო და სხვა ბუნებრივი მასალები სჭირდება.

მაგალითისთვის გთავაზობთ ერთ-ერთი სახლის ნიმუშს, რომლის ინტერიერშიც ამ ბუნებრივ მასალას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
კრეატიული ინტერიერის შესაქმნელად ამ სახლში გამოყენებულია რამდენიმე განსხვავებული ხის მასალა.

22.05.2026უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?
გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.
26.03.2026მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?
მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
01.03.2026შეიძინე ბინა სანზონაში - დასრულებულ პროექტში
იჩქარეთ - ბინების რაოდენობა შეზღუდულია!
