Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

20.10.2023

ბუნებრივი განათება - ძირითადი უპირატესობა

სახლის მოწყობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა, განათებაა. 

ბუნებრივ განათებას დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. მსოფლიოს მასშტაბით შენობების დაპროექტება და აშენება რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი განათების შეღწევადობის გათვალისწინებით ხორციელდება.

ბუნებრივი განათება სახლში როგორც ვიზუალურად, ისე შეგრძნებითაც თბილ გარემოს ქმნის. მათ ვისაც მზე უყვარს და მზიან ამინდებში თავს კარგად გრძნობს, უპირატესობას ყოველთვის დიდ ფანჯრებს და ღია ფერის ფარდებს ანიჭებს.

ესთეტიკის თვალსაზრისით, ბუნებრივი განათება უკეთესად წარმოაჩენს ფერებს ინტერიერში, ვიდრე ხელოვნური განათება. შენობის შიდა სივრცეებში ბუნებრივი ელფერის მისაღწევად რეკომენდირებულია ნატურალური ფერების მაქსიმალური გამოყენება. ხის იატაკი და წიგნების თაროები, ყავისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი დივანი და მარმარილოს მაგიდის ზედაპირები ან ფილები საუკეთესო არჩევანია. გარდა იმისა, რომ ნათელი გარემო ჩვენს სხეულს საჭირო ენერგიით ავსებს, იგი, პირველ რიგში, აუცილებელი და სასარგებლოა ჩვენი თვალებისთვისაც.

საძინებელი

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერში პრიორიტეტული ბუნებრივი განათებაა, ხელოვნური განათების გამოყენებაც აუცილებელია. სწორად შერჩეული სანათებით შესაძლებელია იდეალურად გავანათოთ სახლის ისეთი ადგილები, სადაც ბუნებრივი განათება ვერ აღწევს ან დღის გარკვეულ მონაკვეთში ნათდება მხოლოდ. ასევე ღამით, როდესაც მზე ჩადის  ხელოვნური სანათების გამოყენება ხდება საჭირო.

ხელოვნური განათების შერჩევისას კარგი იქნება დიდი ცენტრალურ, ტრადიციული სანათებთან ერთად დიდი რაოდენობით პატარა, წერტილოვანი განათებებსაც თუ გამოიყენებთ. 

15.08.2026

როგორ იცვლება თანამედროვე მყიდველის მოთხოვნები საცხოვრებელზე?

რატომ იზრდება ინტერესი დაბალსართულიანი პროექტების მიმართ და რა უპირატესობები აქვს მშვიდ, მყუდრო და კარგად დაგეგმილ საცხოვრებელ გარემოს?

22.05.2026

უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?

გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.

26.03.2026

მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?

მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.