Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

11.10.2023

როგორ შემოვიტანოთ ინტერიერში საშემოდგომო განწყობა

სახლი ეს არის ადგილი, რომელიც ჩვენ განწყობაზე მოქმედებს, ადგილი რომელიც განტვირთვაში და დასვენებაში გვეხმარება, მაგრამ ხანდახან ცვლილებებსაც საჭიროებს. წელიწადის ახალი სეზონი კარგი საშუალებაა ცვლილებების დასაწყებად. შემოდგომის სითბო და კომფორტი საშუალებას გვაძლევს საინტერესო და დახვეწილი ფერები შემოვიტანოთ და სივრცეში შემოდგომის მომნუსხველი ატმოსფერო შევქმნათ. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ იმ მარტივ და საინტერესო გზებს, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარებათ. 

მაშ ასე დავიწყოთ:

საშემოდგომო ფერთა პალიტრა

სწორად შერჩეული ფერი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელსაც შუძლია შეცვალოს ოთახის ატმოსფერო, შემოიტანოს სიცივე ან სითბო, შეამციროს ან გაზარდოს მისი მოცულობა. წელიწადის ეს დრო - შემოდგომა ყველა ადამიანისთვის გამხმარი ფოთლების ყავისფერ და ყვითელ ფერებთან ასოცირდება. მას თან ერთვის წითელი, მუქი ყავისფერი და ნარინჯისფერის ტობენი. თუ თქვენ გინდათ სახლში შემოდგომის ატმოსფერო და სიმშვიდე შემოიტანოთ თბილი, ფერები და მოოქროსფრო ინტერიერი ამაში დაგეხმარებათ.

სითბო და კომფორტი

პირველი და უმთავრესი ინტერიერში ატმოსფეროა. თუ ატმოსფეროს სწორად შექმნით ცალკეულ დეტალებს დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. შემოდგომა არც ისე თბილი სეზონია და როცა დროის უმეტესობას გარეთ ატარებთ მნიშვნელოვანია, რომ სახლში კომფორტული კუთხე გქონდეთ. ამაში თბილი ფერები, ყავისფერი ფარდები, თბილი საბანი, ყვითელი ბალიშები და ცხელი ჩაი დაგეხმარებათ.

დეკორაცია

შემოდგომის შესაფერისი განწყობის შექმნაში ოთახის სწორი და დაბალანსებული დეკორი დაგეხმარებათ. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ მოყავისფრო, მოყვითალო ელფერის მქონე ნივთებს, რომელიც ორიგინალურია და თქვენ პიროვნებას გამოხატავს. შეგიძლიათ მისაღებ ოთახში განათავსოთ ხის ჩარჩოები, რომლითაც თქვენ მოგონებებს გააცოცხლებთ. ორიგინალური ყავისფერი სანათი დადგათ სავარძლის გვერდით, ან ფუმფულა ხალიჩა დადოთ შემოსასვლელში. კარგი იქნება თუ დააწყობთ თქვენ მაგიდაზე ქოთნებს, სკამებს ან თიხის ჭურჭელს შეიძენთ და მოათავსეთ სამზარეულოში. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ შემოდგომისთვის შესაფერისი მცენარეების შეძენა.