
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

რა არის იდეალური კვადრატულობა კომფორული ცხოვრებისთვის
ბინის შეძენამდე თითოეული ადამიანი ფიქრობს თუ რამდენი კვადრატული უნდა იყოს სივრცე, ან რამდენ ოთახს აერთიანებდეს, რათა კომფორტული ცხოვრება შეძლონ. ხშირ შემთხევაში, თქვენი პასუხი დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე, მათ საქმიანობასა და სქესზე. სანამ ბინას შეიძენთ ამ ყველაფერზე წინასწარ უნდა დაფიქრდეთ, რათა სივრცე სწორად გაანაწილოთ და ოჯახის ყველა წევრის პირადი კომფორტი უზრუნველყოფთ.
ზოგიერთი ადამიანისთვის ბინაში ოთახების რაოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობით განისაზღვრება, ანუ თითო წევრზე ერთო ოთახია გათვლილი. თუმცა ასეთი მოსაზრება ყველასთვის შესაფერისი არ არის. ოთახების რაოდენობის განსაზღვრა მაინც ინდივიდუალურია, რომელზეც ერთი ზოგადი პასუხი არ არსებობს. თუმცა მნიშვნელოვანია ის მინიმალური მოთხოვნები მაინც დაკმაყოფილოს ბინამ, რაც კომფორტულ ცხოვრებაში დაგეხმარებათ:
- მისაღები სივრცე - ბინაში ძალიან მნიშვნელოვანია მისაღების არსებობა. შეგიძლიათ იზოლირებული მისაღები გქონდეთ, თუმცა დღეს ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს სტუდიოს ტიპს სადაც მისაღების და სამზარეულოს სივრცეა გაერთიანებული;
- ცოლ-ქმარის ოთახი - მათ უნდა ჰქონდეთ ცალკეოთახი, სადაც განმარტოება შეეეძლებათ;
- ბავშვების ოთახი - ბავშვებს საკუთარი ოთახი უნდა ჰქონდეთ. თუ ისინი სხვადასხვა სქესის არიან, მითუმეტეს აუცილებელია თითოეული მათგანს თავისი სივრცე ქონდეს.
ვთქვათ განვსაზღვრეთ ოთახების რაოდენობა, ეს საკმარისი თუ არა დავიწყოთ ბინის შერჩევა? შესაძლოა ამ კითხვაზე ბევრჯერ გიფიქრიათ, მაგრამ პასუხი არ მიგიღიათ. ამ ბლოგში ვისაუბრებთ თუ რა არის ბინაში არსებული თითოეული სივრცის მინიმალაური და მაქსიმალური კვადრატულობა.
დერეფანი - შენობის შიდა ნაწილში მოქცეული გასასვლელია, რომელიც ოთახებთან არის დაკავშირებული. დერეფანის მინიმალური ფართი 6 კვადრატული მეტრი შეიძლება იყოს, ხოლო მაქსიმალური 10 კვადრატული მეტრი.
სამზარეულო - სამზარეულო მინიმალური ფართი 12 კვადრატული მეტრი უნდა იყოს მაგრამ არა 16 კვადრატზე მეტი. თუ სამზარეულო კომბინირებულია სასადილო ოთახთან ან მისაღებთან რათქმაუნდა მისი ფართობი შემცირდება.
მისაღები - თუ ბინაში 2 ადამიანი ცხოვრობს 20 კვადრატული მეტრი საკმარისია. ხოლო თუ 4 ან 5 წევრიანი ოჯახია, იზოლირებული მისაღების კომფორტული ფართი არის 30 კვადრატული მეტრი. ხოლო თუ სამზარეულო და მისაღები სივრცე გაერთიანებულია მინიმალური კვადრატულობა შეიძლოება ავიღოთ 35კ კვადრატული და მაქსიმალური 50 კვადრატული მეტრი, რაც საბოლოოდ კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას მოგცემთ.
საძინებლები - მინიმალური ფართი უნდა იყოს 8 კვადრატული მეტრი, მაგრამ უმჯობესია თუ 12 დან 16 მდე იქნება. ხოლო ბავშვის ოთახი აუცილებლად 12 კვადრატული ან მეტი უნდა იყოს.
სველი წერტილი - ერთი აბაზანა საკმარისია ორი ადამიანისთვის, ვინაიდან ერთ აბაზანაში უნდა იყოს მოთავსებული ყველაფერი მინიმალური ფართი 5 კვადრატულს უნდა შეადგენდეს. თუ ბინაში 4 ან 5 ადამიანი ცხოვრობს სველი წერტილის რაოდენობა ორი მაინც უნდა იყოს. მაგალითად შესაძლებელია, რომ ერთი სველი წერტილი იყოს 3 ან 4 კვადრატული მეტრი, ხოლო მეორე სველი წერტილები 7-დან 17 კვადრატულ მეტრამდე.

დაიწყე რემონტი დღესვე!
შეიძინე ბინა დასრულებულ პროექტში

რა არის ის, რაც დაბალსართულიან საცხოვრებელ პროექტებს გამორჩეულს ხდის?
ეს არის ცხოვრების სტილი მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდეს, ხარისხს და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას

საჩუქრად 3000 ლარიანი ვაუჩერი!
სააღდგომო შეთავაზება - შენი ბინა უკვე გელოდება