
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
20.08.2023როგორ გამოვაცოცხლოთ მოსაწყენი ინტერიერი?
სახლი ეს არის ადგილი, რომელიც ჩვენში სიმშვიდეს, სიმყუდროვეს და დადებით ემოციას უნდა იწვევდეს, ადგილი სადაც დამღლელი დღის შემდეგ მისვლა და დასვენება მოგვინდება. შესაბამისად მნიშვნელოვანია ისეთი გარემო შევქმნათ, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნოთ და ყველა დეტალი ჩვენი გემოვნების მიხედვით შევარჩიოთ.
ხშირად ინტერიერი მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, რადგან მცირე შეცდომებს ვუშვებთ, რომელიც საბოლოოდ ხალისს და სიცოცხლეს კარგავს და ემსგავსება ცარიელ სივრცეს. ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს სახლში მოწყენილობა და როგორ გავახალისოთ ინტერიერი.
ორიენტირდით განათებაზე
ბუნებრივი და ხელოვნური განათების ნაკლებობა, ყველაზე დიდი შეცდომაა რომელსაც უშვებენ. ამიტომ გაითვალისწინეთ და მიმართეთ შემდეგ ხერხებს, რათა სივრცე უფრო ნათელი და ხალისიანი გამოჩნდეს:
- დაკიდეთ მსუბუქი და ნათელი ფარდები;
- დაკიდეთ მეტი სარკე და დაამატეთ პრიალა ზედაპირიანი ნივთები;
- გამოიყენეთ კედლების შესავსებად ნათელი ფერის საღებავები და შპალერი;
- თაროები და კარადები შორეულ კედელთან განათავსეთ;
- დიდი ავეჯი, რომელიც სინათლის ოთახში შემოღწევას ხელს უშლი, ფანჯარასთან ახლოს არ დადგათ;
- დაამატეთ განსხვავებული სიმძლავრის სანათები.

განაახლეთ ტექსტილი
ცუდი განწყობა შეიძლება გამოწვეული იყოს უსახური და არაფრისმთქმელი ინტერიერით. ამ შემთხვევაში, მარტივი და სასარგებლოა ტექსტილთან მუშაობა და ცვლილება:
- გამოიყენეთ განსხვავებული პრინტის და ფერის ბალიშები და პლედი;
- ძველი ავეჯი ახალი ქსოვილით უნდა შეიცვალოს ან ჩანაცვლდეს;
- შეარჩიეთ ნათელი და თხელი ტექსტილის ფარდები;
- განაახლეთ სამზარეულოსა და სააბაზანოს ყველა პირსახოცი;
- შეარჩიეთ თეთრეული, რომლის ვიზუალი და ქსოვილი თქვენთვის სასიამოვნოა.

დაამატეთ ფერები
ფერები დიდ გავლენას ახდენენ განწყობაზე, რომელსაც ინტერიერი ქმნის. თუ რომელიმე ოთახში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ამის მიზეზი შესაძლოა არასწორად შერჩეული ავეჯის და ფერების პალიტრა იყოს. გამოიყენოთ ნეიტრალური ფერები, მაგრამ არ მოექცეთ ჩარჩოებში. შექმენით თქვენთვის შთამაგონებელი გარემო ინტერიერში ეტაპობრივად განსხვავებული ტონების დამატებით, რომელიც შესაძლოა მოხდეს განსხვავებული კედლის ფერების, ფერადი ავეჯის ან დეკორის სახით.

22.05.2026უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?
გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.
26.03.2026მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?
მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
01.03.2026შეიძინე ბინა სანზონაში - დასრულებულ პროექტში
იჩქარეთ - ბინების რაოდენობა შეზღუდულია!
