Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

05.08.2023

როგორ მოვაწყოთ პატარა ბაღჩა სახლში

ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტრენდები უკვე წარმოუდგენელია სახლის მცენარეების გარეშე. მათ საცხოვრებელ გარემოში ყველაზე ერთფეროვანი სივრცის გამოცოცხლებაც კი შეუძლიათ თუმცა, გარდა იმისა, რომ  მცენარეები თქვენს საცხოვრებელ გარემოს ალამაზებენ, ისინი მის გაჯანსაღებაზეც ზრუნავენ.

ბინაში ცოცხალი, მწვანე კუთხის შესაქმნელად, ისეთი მცენარეები უნდა აარჩიოთ, რომლებსაც  განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებები აქვთ.

მცენარეები

დღეს ეგრეთ წოდებული  „სახლის ბაღების“  მოწყობა სულ უფრო პოპულარული ხდება , რაც  სამზარეულოში სხვადასხვა სასარგებლო მცენარის გახარებას გულისხმობს. არ იდარდოთ, თუ პატარა ბაღი არ გაქვთ, ან საკმარისად დიდი სივრცე, რადგან მსგავსი მცენარეების გახარება ძალიან მარტივია, ამიტომ პატარა სახლის პირობებშიც კი  შესაძლებელია საკუთარი ბაღჩის ქონა.

პატარა ბაღჩის მოსაწყობად აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ადგილი, სადაც სხვადასხვა ბალახეულს გაახარებთ. უკეთესია თუ სამზარეულოში, მზიან, ფანჯარასთან ახლოს მდებარე სივრცეს შეარჩევთ. მნიშვნელოვანია, რომ მცენარეებმა მინიმუმ 4 საათი მაინც მიიღონ მზის სხივები. 

მცენარეები

თუ თქვენ კულინარია გიტაცებთ, მაშინ აუცილებლად  დაგჭირდებათ მწვანილები და სხვადასხვა მცენარეები, რომლებიც  კერძებს განსაკუთრებულ გემოსა და სურნელს  შესძენს. მოიყვანეთ: თავშავა, ბაზილიკი, ქინძი, რეჰანი, ოხრახუში, პიტნა, ლავანდა და სხვ. ამ მცენარეს ურჩევნია ბევრი წყალი, მზე და სითბო, ამიტომ მოათავსეთ მცენარე მზიან ფანჯარასთან და მიაქციეთ ყურადღება, რომ მისი ნიადაგი მუდამ ტენიანი იყოს ( სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფანჯრებიდან ყველაზე დიდხანს შემოდის სინათლე). 

რაც შეეხება ქოთნების ფერსა და ფორმას იმის გათვალისწინებით, რომ ბაღს თქვენს სამზარეულოში აწყობთ მათი დიზაინ სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახლის ინტერიერს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მცენარეები კედელზე  ან ჭერზე ჩამოკიდოთ.  

მცენარეები