
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
04.07.2023როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი
პატარა ფართის ბინაში ინტერიერის მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მცირე ზომის სივრცის დაგეგმარება ბევრად რთული ამოცანაა, ვიდრე დიდ პროექტებზე მუშაობა.
საძინებელი არის ადგილი, სადაც ყველა პირობა უნდა იყოს კომფორტული ძილისა და დასვენებისთვის. ფართის სიმცირის მიუხედავად ოთახი უნდა იყოს ფუნქციური და მყუდრო. თუ თქვენი ბინა პატარა ფართის არის, ეს ბლოგი დაგეხმარება საძინებლის სწორად მოწყობაში.
მყუდრო გარემოს მოწყობის მთავარი ამოცანაა ისეთი ინტერიერის შექმნა, სადაც აუცილებლად იქნება საძინებლისთვის საჭირო ყველა ნივთი, თუმცა ისე, რომ სივრცე არ იყოს გადატვირთული ზედმეტი საგნებით.

როცა საქმე პატარა საძინებლის ეხება ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს საწოლის შერჩევას და მის სწორად განთავსებას, რადგან ის ოთახის დიდ ნაწილს იკავებს. საწოლის ცენტრში მოთავსებით ადვილად მოხვდები მის ორივე მხარეს, რაც საწოლს მეტად ფუნქციურს გახდის.
ასევე იმის მაგივრად , რომ კედლის ნაწილი დაუთმოთ საზურგეს, თვითონ კედელი აქციეთ ზურგად, ინტერიერში იგი საინტერესოდ გამოიყურება.
თუ ტანსაცმლის ან სხვა ნივთების შესანახად დიდი სივრცე გესაჭიროებათ, გამოიყენეთ საწოლის ქვემოთ არსებული ადგილი.

სივრცის დასაზოგად გამოიყენე კედელში ჩასამონტაჟებელი კარადები და თაროები, რაც რეალურად დაგიზოგავს ადგილს და სივრცესაც უფრო დიდს გამოაჩენს.
ასევე საწოლთან ტუმბოების გამოყენების ნაცვლად სანათები ჭერზე დაკიდეთ. ასე ვერტიკალურ ხაზს შექმნით და ქვემოთ სივრცეს გახსნით, შედეგად ოთახი უფრო ნათელი, ნაკლებად არეული გახდება.
რაც შეეხება ფერებს პატარა საძინებლის შემთხევაში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ნაზ, პასტელურ ფერებზე, რომლებიც ქმნის სივრცისა და სინათლის ეფექტს.

თეთრი - უკვე ყველასთვის ცნობილია ამ ფერის თვისებაზე – რაც უფრო ბევრი თეთრი ფერია , მით უფრო ნათელი და ჰაეროვანია სივრცე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხაზები, ნაჭრები, და ნეიტრალური ფერების აქცენტები, რომლებიც თეთრ ოთახს გაახალისებენ.
ღიად შეღებილ, ნათელ ოთახს თუ სარკეს დაამატებთ, ის შექმნის ოპტიკურ ილუზიას და ოთახი თავის რეალურ ფართობზე ბევრად დიდი გამოჩნდება. თეთრი ფერის მსგავსად, სარკეების ამ საუკეთესო თვისებაზე ბევრმა იცის. გამოიყენეთ ისინი თქვენს საძინებელში, ჩამოკიდეთ კედელზე ან საუკეთესო ვარიანტია მისი კარადაზე განთავსება , ასე იქმნება სივრცის ილუზია და ოთახი უფრო დიდი ჩანს.

18.12.2025რატომ არის დაბალ სართულიანი კორპუსი საუკეთესო არჩევანი?
რა სირთულეებს ქმნის მაღალსართულიანი ცხოვრება და რატომ არის დაბალსართულიანი პროექტი უფრო ჭკვიანური არჩევანი.
25.10.2025შეიძინე ბინა სანზონაში 905$-ად
დაიწყე რემონტი დღესვე
06.10.2025როგორ აირჩიოთ სართული და ხედი ბინის ყიდვისას? - პრაქტიკული რჩევები
ბინის ყიდვისას მხოლოდ ფართობი და კედლები არ არის გადამწყვეტი - ფასსა და კომფორტზე ყველაზე დიდ გავლენას სართული და ხედი ახდენს.
