
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
01.07.2023ახალ ბინაში გადასვლა - როგორ მოვაწყოთ სახლი სწორად?
პირველი ბინის მოწყობა და გაფორმება ძალიან სახალისო და ამავდროულად საპასუხისმგებლო პროცესია, ვინაიდან არის ბევრი დეტალი, რომელთა გათვლაც გამოცდილების გარეშე შეუძლებელია. თუ სწორად დაგეგმავთ სახლის მოწყობას, საბოლოოდ კომფორტული და ბედნიერი სივრცე გექნება. ამიტომ პირველი კითხვა, რომელიც ამ დროს უნდა დასვათ არის: საიდან უნდა დაიწყოთ?

1. განვსაზღვროთ მიზნები და ამოცანები
წინასწარ უნდა ვიცოდეთ და ჩამოვყალიბდეთ რა სტილის ინტერიერი გვსურს ჩვენს ბინაში. რა ტიპის ავეჯი დაიდგმება ოთახებში - ამაზეა დამოკიდებული ელექტრო გაყვანილობის სწორი პროექტირება, ჩამრთველების და დენის წყაროების ადგილმდებარეობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ავეჯის და ოთახის პარამეტრები თანხვედრაში იყოს, რადგან დიდი ზომის დივანმა და სავარძლებმა შესაძლოა პატარა ოთახის სივრცე სრულად დაიკავოს და აღარ დარჩეს ადგილი სხვა ავეჯისთვის, პატარა ზომის ავეჯი დიდ სივრცეში კი ისე დაიკარგება, რომ თავის დანიშნულებას ვერ მოიპოვებს.
ოთახის მოწყობამდე გაზომეთ მისი სიგრძე და სიგანე, ჭერის სიმაღლე, აიღეთ ნებისმიერი დეტალის ზომები, ეს იქნება კიბე, სვეტები თუ სხვა კონსტრუქციები. ასევე მნიშვნელოვანია, გაზომოთ ფანჯრები ღია და დახურულ მდგომარეობაში. ფანჯრის გაღებისას შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს განლაგების აღქმა.
გახსოვდეთ, რომ თქვენს უპირველეს ამოცანას ცარიელი სივრცის შევსება არ წარმოადგენს, მთავარი ამოცანა სწორად დაგეგმვაა, რათა ბინის მოწყობის დასრულების შემდეგ თავი კომფორტულად და მყუდროდ იგრძნოთ.

2. იდეების გენერირება
გადახედეთ სოციალურ ქსელებს და სხვადასხვა დიზაინის ვებ გვერდებს. დააკვირდი იმ სტილს, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს, დააკვირდი მათში გამოყენებულ იდეებს, ფერებს, ავეჯს, ორნამენტებს, განლაგებას. აიღე თითოეული მათგანი სასურველი ფოტოებიდან და შექმენი უნიკალური დიზაინი საკუთარი ბინისთვის.

3. გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების სტილი
დიზაინის არჩევისას, დაფიქრდით როგორი ცხოვრების სტილი გაქვთ და იმის მიხედვით გაანაწილეთ თქვენი სახლის სივრცე. რამდენი ადამიანი იცხოვრებთ? რას გააკეთებთ დროის უმეტეს ნაწილში? იქნებიან თუ არა ბავშვები თქვენი ოჯახის წევრები? გეყოლებათ თუ არა შინაური ცხოველები? ეს იმ შეკითხვების ნაწილია, რომელსაც ბინის მოწყობამდე უნდა უპასუხოთ. დასახეთ პრიორიტეტები. თუ ხშირად იღებთ სტუმრებს მაშინ დიდი მისაღები დაგჭირდებათ, თუ ბავშვები გყავთ მათთვის ცალკე ოთახი დაგჭირდებათ, მითუმეტეს თუ ისინი საპირისპირო სქესის არიან.
სივრცის მოწყობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა, მაგრამ თუ ჩვენ რჩევებს გაითვალისწინებთ, ძალიან კომფორტულად, ლამაზად და ფუნქციონალურად შეძლებთ თქვენი ახალი ბინის მოწყობას.
18.12.2025რატომ არის დაბალ სართულიანი კორპუსი საუკეთესო არჩევანი?
რა სირთულეებს ქმნის მაღალსართულიანი ცხოვრება და რატომ არის დაბალსართულიანი პროექტი უფრო ჭკვიანური არჩევანი.
25.10.2025შეიძინე ბინა სანზონაში 905$-ად
დაიწყე რემონტი დღესვე
06.10.2025როგორ აირჩიოთ სართული და ხედი ბინის ყიდვისას? - პრაქტიკული რჩევები
ბინის ყიდვისას მხოლოდ ფართობი და კედლები არ არის გადამწყვეტი - ფასსა და კომფორტზე ყველაზე დიდ გავლენას სართული და ხედი ახდენს.
