Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

06.05.2023

ფერები და მათი მნიშვნელობა ჩვენს სახლში

ფერები, ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. მათგან მიღებული ეფექტი თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. მათმა ასეთმა გავლენამ ინტერიერში  ახალ ტალღის წარმოქმნა გამოიწვია. 

ბევრმა არც კი იცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფერების სწორი არჩევა და მათი სივრცეში გააზრებულად გამოყენება.

მაგალითად, ერთმა კონკრეტულმა ფერმა შეიძლება რამე გრძნობები გაგახსენოთ, მაგრამ ის სხვა ადამიანს განსხვავებულ მოგონებებსა და შეგრძნებებს აჩუქებს. ამიტომ დიზაინერებსა და სახლის მეპატრონეებს ინტერიერში ფერების განაწილებისას ჭკვიანური დაფიქრება სჭირდებათ.

ფერები ინტერიერში

სწორი  პალიტრა

ფერების შერჩევისას ენდეთ თქვენ შეგრძნებებს და არა ზოგად ტენდენციებს. გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი ჰარმონიული სივრცის შექმნაა.

სივრცეში სასიამოვნო შთაბეჭდილების უზრუნველსაყოფად კი არსებობს ელემენტები , რომლებიც ცვლის სივრცის აღქმას კედელის ზომის შეცვლის გარეშე. ეს შეიძლება გადეთდეს ზედაპირების შეღბვით, სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ან სხვადასხვა საფარის გამოყენებით. 

შეარჩიეთ ფერების კომბინაცია, რომელშიც თითოეული ფერი მეორეს ავსებს. 

აქცენტები 

აქცენტის კედელი კლასიკური ფორმით. ერთი კედლის და ჭერის შეღებვა ერთი და იმავე მუქი ფერით და გვერდითი კედლების მსუბუქად დატოვება გახდის სივრცეს უფრო ფართოს. ეს არის ტექნიკა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დერეფნებში ან ვიწრო ოთახებში.

ფერი

მდიდარი და ჰარმონიული ფერები

არსებობს ფერთა სამი ჯგუფი: თბილი, ცივი და ნეიტრალური.

თბილჯგუფში შედის ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი ფერები და ყველა მათი კომბინაცია. ასევე, ყვითელი და მწვანე ფერის შეხამება.

ცისფერი, მეწამული, ლურჯი და ლურჯი-მწვანე, ლურჯი-იასამნისფერი ტონის ფერები ცივ ჯგუფს მიეკუთვნება.

ნეიტრალური ჯგუფია: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ისინი ფერთა პალიტრაში შედიან და საღებავებს ფერს უცვლიან, უფრო ამუქებენ ან აბაცებენ. ინტერიერის დიზაინში ფერების სწორად შერჩევის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ოთახის დაგეგმარების დეფექტები დაფაროთ: შეამციროთ ან გაზრდოთ სივრცე, მეტ-ნაკლებად მასიური, ჩაკეტილი ან ნათელი გახადოთ.

ინტერიერი

ფერი და განათება 

ფერები სხვადასხვა განათების მქონე ოთახებში, განსხვავებულად აღიქმება. მაგალითად ხელოვნური განათების ან შედარებით ბნელ ოთახებში, ცივი ფერები შეიძლება ერთმანეთისგან ვერ გავარჩიოთ. ასეთ დროს მაგალითად ყვითელი ფერის სხვადასხვა ტონები შეგვიძლია გამოვიყენოთ.