
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
01.05.2023როგორ გავხადოთ მცირე ზომის სამზარეულო პრაქტიკული?
სამზარეულო ეს არის ადგილი, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად იკრიბებიან, მის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მასში არსებული გარემო, რომელიც ქმნის კომფორტის შეგრძნებას.
მცირე ზომის სამზარეულო სულაც არ გზღუდავთ საინტერესო და ორიგინალური პროექტების შემუშავებაში. მაშინაც კი, თუ თქვენი სამზარეულოს ფართობი არ არის დიდი ნუ იტყვით უარს შემოქმედებით და ნათელ იდეებზე.
ნებისმიერი მცირე ზომის ფართის მოწყობის პროცესში თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაშ ასე დავიწყოთ:
1. განათება
სინათლით ზონირებისას მნიშვნელოვანია ავტონომიური განათების წესი – თითოეულ უბანს უნდა ჰქონდეს ოთახის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად განათების საშუალება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია სტუდიოს ტიპის საცხოვრებლებში, სადაც სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეშია მოქცეული.
არ დაკიდოთ სამზარეულოში სქელი ფარდები გამოიყენეთ თხელით ან სულაც ჟალუზები - შემოუშვითრაც შეიძლება ბევრი ბუნებრივის სინათლე. ბუნებრივი სინათლის შუქჩრდილების წყალობით სამზარეულოს ფართს ვიზუალურად გაზრდის. თუ თქვენს სამზარეულოში ფანჯრები არაა, ჭერის სანათები და ჩამოკიდებული ბრები გამოიყენეთ, ამით სხვადასხვა კომბინაციების შექმნისა და განათების რეგულირების შესაძლებლობა მოგეცემათ.

2. ფერები
გამოიყენეთ დეკორატიული მასალების მსუბუქი, ღია ფერები: თეთრი, რძისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი. მოცემულ ფერებს სივრცის ვიზუალურად გაფართოება შეუძლიათ, რადგან მატებენ სინათლეს. ნათელი ოთახი კი, ყოველთვის აფართოებს ვიზუალურად სივრცეს. ამიტომ, უმჯობესია მოერიდოთ მყვირალა ან მუქ ფერებს ან და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოთ მათი მშვიდი ვარიაციები.
ასევე შესაძლებელია ფერადი სკამების ან ჭურჭლის ჩასმა, რომლებსაც აქვთ ლამაზი ჩრდილები ამ ფერის მისაცემად.
3. ავეჯი
პატარა სამზარეულოში თითოეული მილიმეტრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ კარადები ჭერის სიმაღლემდე დაამონტაჟეთ და კედლის ყოველი სასარგებლო სივრცე გამოიყენეთ.
ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ნივთები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ, უნდა განთავსდეს ყველაზე დაბალ თაროებზე. ხოლო ზედა კარადებში უნდა შეინახოთ ის ჭურჭელი რომელითაც იშვიათად სარგებლობთ.
იმისთვის, რომ კარადებმა სივრცე ვიზუალურად არ დააპატარაოს, შეგიძლიათ ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ღია თაროებით ჩაანაცვლოთ. ასევე დიდი მაგიდის ნაცვლად, შეგიძლიათ პატარა მრგვალი, დასაკეცი მაგიდა გამოიყენოთ.
22.05.2026უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?
გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.
26.03.2026მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?
მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.
01.03.2026შეიძინე ბინა სანზონაში - დასრულებულ პროექტში
იჩქარეთ - ბინების რაოდენობა შეზღუდულია!
