Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

20.03.2023

ჩემი პირველი ბინა - როგორ უნდა შევარჩიო ის სწორად?

უძრავი ქონების ყიდვა ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე ვიღებთ, ამიტომ პირველი ბინის  შერჩევა ყველასთვის ერთ-ერთი  საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მომენტია  ცხოვრებაში. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას  აუცილებლად ყურადღებით გააანალიზოთ თითოეული დადებითი და უარყოფითი მხარე, განიხილოთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი, რათა თქვენთვის შესაფერისი ბინის შერჩევა უფრო მარტივად შეძლოთ. 

პირველი რაც უნდა გავარკვიოთ არის ის, თუ სად ყიდულობთ საცხოვრებელს – პირველად თუ მეორად ბაზარზე. ახალ კორპუსში ბინის შეძენის შემთხვევაში, მიიღებთ კომფორტის მაღალ დონეს, განვითარებულ ინფრასტრუქტურას, სივრცის თქვენი სურვილისამებრ დაგეგმარების შესაძლებლობას, ასევე თანამედროვე კომუნიკაციებსა და რემონტს. ეს ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზე და სურვილებზეა დამოკიდებული.  

უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტე კომპანიის ასაკი, მისი სამუშაო გამოცდილება, მოინახულე ის ობიექტები, რომლებიც უკვე დასრულებულია. შეაფასე არამხოლოდ კორპუსის იერსახე, არამედ – სადარბაზოებისა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი. ეს დაგეხმარება, გაარკვიო, როგორ კონდიციამდე აბარებს ესა თუ ის სამშენებლო კომპანია საცხოვრებელ სახლს.

მეორე და ერთ-ერთი პრიორიტეტული პუნქტი არის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა 

რა სახის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს სახლთან ახლოს? უმჯობესია თუ ყველა საჭირო ობიექტი ახლოს გექნებათ:

-მაღაზია/სავაჭრო ცენტრი;

-აფთიაქი;

-ბანკი;

-საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები/მეტროსადგური;

-პოლიკლინიკა;

-ბაღი;

-სკოლა.

ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების სიახლოვე დამოკიდებულია თქვენ საჭიროებებზე.

მესამე: ბინის ფართის შერჩევისას გაითვალისწინე ოჯახის წევრების შესაძლო რაოდენობა ბინაში გადასვლიდან 5-10 წლის განმავლობაში. განსაზღვრე მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და ოთახების ფართის მოცულობები. თუკი ტიხრების გაკეთებას თავად გეგმავ, გაითვალისწინე, რამდენი ფანჯარა ექნება შენს მომავალ ბინას – გახსოვდეს, რომ რამდენი ფანჯარაცაა სახლში, იმდენი ოთახი გექნება. 

და ბოლოს - ყიდვის საუკეთესო დრო

შენაძენის გაკეთებამდე დაფიქრდით თქვენ პრიორიტეტებზე, გააანალიზეთ ყველა პლუსი და მინუსი, დასვით ყველა საჭირო კითხვა და მხოლოდ ამის მერე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ყველა დეველოპერულ კომპანიას აქვს აქციები და შეთავაზებები, მაგრამ მათ შორის საუკეთესოს ლოდინმა და გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებამ შეიძლება სასურველი ბინა დაგაკარგინოთ. ამიტომ როდესაც შერჩეული ბინა თქვენ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, დაელაპარაკეთ დეველოპერს, ყოველთვის შეიძლება კომპრომისის პოვნა.