
ხარისხი ჩვენი სტანდარტია
proeqtebi
იხილეთ პროექტები ერთი კლიკით
06.10.2025როგორ აირჩიოთ სართული და ხედი ბინის ყიდვისას? - პრაქტიკული რჩევები
ბინის ყიდვა მხოლოდ კედლებისა და კვადრატული მეტრების არჩევა არ არის. ხშირად ყველაზე დიდ გავლენას საბოლოო კომფორტსა და ფასზე ორი ფაქტორი ახდენს - სართული და ხედი.
გთავაზობთ დეტალურ ანალიზს, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
ქვედა სართულები - მოსახერხებელია ხანდაზმულებისთვის, ბავშვიანი ოჯახებისთვის და მათთვის, ვინც ხშირად მოძრაობს. თუმცა, ხმაური და ნაკლები განათება შეიძლება მინუსი იყოს.
საშუალო სართულები - ყველაზე პრაქტიკული ვარიანტი. ხმაურისგან დაცული, მაგრამ მაინც ადვილად მისადგომი. ბევრი სპეციალისტის აზრით სწორეს ეს არის "ოქროს შუალედი“.
ზედა სართულები - ულამაზესი ხედები, მეტი პირადულობა და ბუნებრივი სინათლე. ამავდროულად, მაღალი სართულები საინვესტიციო ღირებულებითაც გამოირჩევა. ერთადერთი მინუსია ლიფტზე სრული დამოკიდებულება და ზოგჯერ - კლიმატური დატვირთვა (მეტი სიცხე ზაფხულში).

ბინიდან გადაშლილი ხედი მხოლოდ ესთეტიკა არ არის, ეს არის თქვენი ყოველდღიური განწყობა.
მწვანე სივრცე და პარკები - მშვიდი გარემო, ნაკლები სტრესი და მომატებული ღირებულება.
ქალაქის პანორამა - განსაკუთრებით საინვესტიციო თვალსაზრისით ფასობს, რადგან უცხოელებისა და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველია.
მთის ან მდინარის ხედი - ბუნებრივ გარემოსთან სიახლოვე, რომელიც ყოველთვის პრესტიჟულია.
აუცილებლად გადაამოწმეთ, ხომ არ იგეგმება თქვენს წინაშე ახალი მშენებლობა, რომელიც ხედს დაბლოკავს.
უძრავ ქონებაში ხედები და სართული ხშირად ფასის 15-20%-ზე მეტზე ახდენს გავლენას.
- პანორამული ხედებზე და მაღალი სართულებზე ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა;
- შუა სართულები ბალანსს ქმნის ფასსა და კომფორტს შორის;
- დაბალი სართულები კი, მიუხედავად მინუსებისა, ხშირად უფრო ხელმისაწვდომი ფასითაა მიმზიდველი.
სართული და ხედი უნდა შეირჩეს არა მხოლოდ ესთეტიკური პრინციპებით, არამედ, თქვენი ცხოვრების სტილის მიხედვით (ოჯახი, ბავშვები, ასაკი).
მომავლის გათვალისწინებით, როგორ შეიცვლება გარემო, როგორ იმოქმედებს ხედები და სართული ბინის ფასზე 5-10 წლის შემდეგ.
თუ გეგმავთ გაქირავებას ან მომავალში გაყიდვას, მაღალი სართული კარგი ხედით ყველაზე მომგებიანი არჩევანია.
ბინა უნდა იყოს არა მხოლოდ სახლი, არამედ გრძელვადიანი აქტივი. სწორედ ამიტომ, სართულისა და ხედის სწორად შერჩევა თქვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
25.10.2025შეიძინე ბინა სანზონაში 905$-ად
დაიწყე რემონტი დღესვე
17.09.2025რა უნდა იცოდე ბინის შეძენამდე? - რჩევები მყიდველებისთვის
ახალი ბინის ყიდვა დიდი ნაბიჯია, რომელიც სერიოზულ ფინანსურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას
22.08.2025როგორ გავანახევროთ კომუნალური ხარჯები - რატომ არის მნიშვნელოვანი თბოიზოლაცია?
თბოიზოლაციური მასალები მნიშვნელოვნად ამცირებენ სითბოს დაკარგვას ზამთარში და იცავენ ინტერიერს გადახურებისგან ზაფხულში
