Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

17.09.2025

რა უნდა იცოდე ბინის შეძენამდე? - რჩევები მომხმარებლებისთვის

ახალი ბინის ყიდვა დიდი ნაბიჯია, რომელიც სერიოზულ ფინანსურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, წინასწარ გაეცნო ყველა საჭირო დეტალს.

პირველ რიგში, შეისწავლე ბინის სამართლებრივი სტატუსი. შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმე, არის თუ არა ბინა თავისუფალი იურიდიული შეზღუდვებისგან. საჯარო რეესტრის ამონაწერი დაგეხმარება დააფიქსირო, აქვს თუ არა ბინას იპოთეკა, ყადაღა ან სხვა დავალიანება.

შემდეგ, ყურადღებით შეისწავლე გაყიდვის კონტრაქტი. ყოველი ტრანზაქციის გაფორმებამდე დარწმუნდი, რომ ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი გადახდის პირობები, ბინის მფლობელობაში გადაცემის ვადები, ასევე მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.

ბინის შეძენის პროცესში რეკომენდებულია ნოტარიუსთან კონსულტაციის გავლა. ნოტარიუსი უზრუნველყოფს, რომ გარიგება კანონის სრული დაცვით გაფორმდეს და დაიცვას შენი ინტერესები.

თუ ახალაშენებულ კორპუსში ყიდულობ ბინას, დარწმუნდი მშენებელი კომპანიის სანდოობაში. შეამოწმე, აქვს თუ არა კომპანიას ყველა საჭირო ნებართვა და დოკუმენტაცია და გაარკვიე, ხომ არ აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები სხვა მყიდველებთან.

ასევე, მნიშვნელოვანია თუ აქვს დასრულებული პროექტები, რომ შესრულებული სამუშაოს მიხედვით დაიწყო თანამშრომლობა მასთან.

ბინის ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამიტომ იყავი ყურადღებით. იურიდიული დეტალების გათვალისწინება დაგიცავს მოულოდნელი პრობლემებისგან და უზრუნველყოფს, რომ შენს ახალ ბინაში მშვიდად იცხოვრო. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლია იურისტთან კონსულტაცია, რათა დარწმუნდე, რომ შენს ინტერესებს მაქსიმალურად იცავ.

15.08.2026

როგორ იცვლება თანამედროვე მყიდველის მოთხოვნები საცხოვრებელზე?

რატომ იზრდება ინტერესი დაბალსართულიანი პროექტების მიმართ და რა უპირატესობები აქვს მშვიდ, მყუდრო და კარგად დაგეგმილ საცხოვრებელ გარემოს?

22.05.2026

უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია - რატომ არის დღეს ბინის ყიდვა ყველაზე სტაბილური გადაწყვეტილება?

გაიგე, რატომ არის ბინის ყიდვა დღეს ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი და როგორ უნდა აქციო შენი კაპიტალი მზარდ აქტივად.

26.03.2026

მცირე სამეზობლოს უპირატესობები - რატომ ირჩევენ დღეს სიმშვიდეს?

მცირე სამეზობლო არ არის მხოლოდ საცხოვრებელი - ეს არის ცხოვრების სტილი, სადაც აქცენტი თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე კეთდება.